მე არა ვარ ბრტცი მორალის მკითხველი და ტვინის მტყვნელი ადამიანი, მაგრამ მაინც გეტყვით, ყველაფრის გარემოზე დაბრალება და ცარიელი წუწუნი არაა კაი საქმე რა.იტრიალებ ეგრე ერთ წრეზე და იკვებები საკუთარი უკმაყოფილების გრძნობით, მეტი არაფერი შეგრჩება.
რაღაცა უნდა მოინდომო რა. დარწმუნებული ვარ ჩემზე პატარები ხართ აქ მპოსტავთა უმრავლესობა, რამეს მიაწექით, ისწავლეთ რაც გეხალისებათ ცოტა მეტად და რამე გამოვა
მე ვის რა მორალი უნდა წავუკითხო, უსაქმურიც ვყოფილვარ, დალევა/კაიფზე გადაყოლილიც და კიდევ რაღაცებიც, მაგრამ ერთი კარგი თვისება მაქვს, რომ ბოლომდე არ ვეშვები ხოლმე ნაგავში.
ხოდა რის თქმა მინდა, თუ მოინდომებ მართლა გამოდის რა. მე რამდენიმე წლის წინ შევეშვი ერთფეროვან კლეობა სამსახურს და ვცადე იმის განვითარება, რაც შედარებით მეხალისებოდა, მართლა რომ მოვინდომე, გამოვიდა და მალევე ნორმალური სამსახურიც ვიშოვე, ეხლა 30 წლის ვარ და ისევ რაღაცის სწავლის პროცესში ვარ, არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა და იმიტო. ცოტა ტრაკს რომ გაანძრევ შედეგსაც ხედავ რა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ტრაკის განძრევამდე ცოტაარიყოს უიმედო საქმედ გეჩვენებოდეს ეგ