kurozu84რანაირად დავოჯახდებოდით, არამზადა იყო-მეთქი!!!
რა მაღადავებს მაჰლა და მაჰლა, რაც მე მაგაზე ვინერვიულე.
მარა ღირსეულად მოვიქეცი როცა საჭირო გახდა და მეამაყებოდა
გამოვედი ვიწრო ეგოისტური ჭრილიდან და გმირულად გავწირე თავი მისი რეპუტაციის გადასარჩენად!!!
ბანჯოონუ რა ვქნა ახლა შვებიან ხოლმე ეგრე მართლა.
მართლა გიყვარს?
და გამორიცხავ ჩემ თეორიას და ანუ იმას მართლა გონია რო ზედმეტია?
მე მაქვს ხოლმე ეგეთი შემოტევები. აი ვთვლი, რომ ზედმეტი ვარ ადამიანისთვის და ძაან დიდსულოვნად , სერიოზული სახით ვეუბნები რო აი ზედმეტი ვარ მე და შენ დღეიდან თავისუფალი ხარ, მე გიშვებ დიდსულოვნად. თავიდან მეორე მხრიდან ძალიან შეურაცხყოფილო რეპლიკები მოდიოდა, როგორ ამბობ მაგას, ეგ როგორ გაივლე თავში, სამ-დღიანი სიყვარულის ახსნებით და მერე ვზღბარდებოდი. სადღაც მეათასედ რო იგივეს ვაკეთებ უკვე უბრალოდ "ისევ გაუყლევე ხო?!" მხვდება და კმაყოფილი ვაგრძელებ ცხოვრებას. ანუ მჭირდება სიმშვიდისთვის რო პერიოდულად ასე ვქნა და მივიღო შესაბამისი პასუხი.
ხოდა იქნებ ეგ შენი ბიჭიც ჩემნაირი მგრძნობიარეა და საჭიროებს სრული სერიოზულობით, მყარი არგუმენტებით და რკინის ლოგიკით იმის დამტკიცებას, რომ არაა ზედმეტი?