kobebryantყველა ეწევა პარკში მეც მათ შორის, როცა გავდივარ შესვენებაზე სამსახურიდან
კონკრეტულად, თამბაქოს მოწევა იკრძალება: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს, ამასთან, კანონში გათვალისწინებულია დათქმა, რომ სტადიონზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია 2020 წლის პირველ იანვრამდე.