გადავიფიქრე:
შევკრებდი ვინც მიყვარს და დავემშვიდობებოდი არა და იიის კიდე,
მხოლოდ იმ ახლობლებს დავემშვიდობებოდი, ვისაც შესაკრებად მოწვევა არ სჭირდება, ისედაც ჩემს გვერდითაა.
არც საქართველოს მასშტაბით მინდა ბოდიალი და არც ჩემი სოფლის ალპურ მთებში დაკრძალვა მინდა.
არც ჩემი პირადი ნივთები და რამეების მოწესრიგება და დარიგება მინდა, მკიდია.
სესხს ავიღებდი ყველა შესაძლო ვარიანტიდან, ჩავალაგებდი ბარგს და წავიდოდი საქართველოდან, იქ გავხდებოდი სხვა.
სხვა ყველაფერი იგივე რჩება, ერთი ნიუანსის დამატებით, ყველას, ვისაც გავიცნობდი, ვეტყოდი, რომ ვკვდები, რომ ეს სულაც არაა ცუდი.
მათ დაამახსოვრდებოდათ ფერადი, მხიარული, მომღიმარი ადამიანი, რომელმაც იცოდა რომ კვდებოდა.
(ავტორ, იმედია რამე ისეთით არ მკლავ, ენერგია რომ დავკარგო, თმა გამცვივდეს და კანი გამიუფერულდეს!

)
არ გავკარიი მარჯვენასაჭიანი ავტომობილიი უკან მოტოვებულ ნივთებს ან ადამიანებს, ვინც აღარაა ჩემს გვერდითიი?
ის არ მეყოფა ახლა ჩემი სოფლიდან რომ ვარ გენი გამომყვა, ისევ იქ რაღაზე უნდა დავიმარხო?
თანაც საქართველოში სადაა ღამის ცხვორება ეგრე სრულიად ქვეყნის მასშტაბით? ხალხიც მეტ-ნაკლებად ნაცნობია და რა ძალაა?
ესეც პირვანდელი, დებილური ვარიანტი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტატუებით მოვიხატავდი ტანს, მორჩენამდე შეიძლება მობკვდე კიდეც, დავუშვათ ერთ დღეში რჩება.
თმას მჭახე ფერზე შევიღებავდი. პირსინგებს (დავუშვათ ერთ დღეში რჩება)
ჩავიცვამდი უჭრელეს, უთხელეს, უბომჟეს ტანსაცმელებს და უუხეშეს ბათინკებს.
ვივლიდი ხალხმრავალ ბარებში და ღამის ცხოვრებით ვიცხოვრებდი სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ვიცურებდი ზღვაში შიშველი და ღამე;სულ მეშინოდა ამის გაკეთება.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვავიცნობდი და ღამე იქნებოდა ჩემი დღე.
უი და სესხებს ავიღებდი ბეეევრს.
ერთ დღეს შემოვიტოვებდი ჩემი ნაწერების და ინტერნეტის მასალის გადასანახად. ანდერძს დავწერდი ვის რა მისცენ, მე დროს არ დავხარჯავდი.
ხოლო საღამოს შევკრებდი ყველას ვინც მიყვარს და დავემშვიდობებოდი.
პ.ს. დამკრძალეთ კუბოს გარეშე, ჩემი სოფლის მაღლა მთაში, 4სთ. არის სავალი.
საფლავზე დამადეთ გაუთლელი და ხეპრე ქვა, მეტი არაფერი.
ნუ მოკალით თემა
This post has been edited by Estrella on 30 May 2018, 14:24