არ შემიძლია არ დავწერო ეს ამბავი ამ თემაში.
ამასწინათ, ავერსის კლინიკაში, ჩემი მეგობრის
ცოლს, ლაპარასკოპიული მეთოდით გაუკეთეს
ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე.
ოპერაციის შემდეგ უთხრეს, რომ ერთი კენჭი
გაიჭედა სადინარში და ვინაიდან ორგანო
გაღიზიანებული (!) იყო, ურჩიეს გაწერილიყო
საავადმყოფოდან, დაეცვა დიეტა და რამდენიმე
დღეში კვლავ გაიმეორებდნენ პროცედურას.
ავადმყოფი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, სიცხეც
ჰქონდა, გულიც აერია. თხოვდა ექიმებს, დაეტოვებინათ
სტაციონარში და თავად დაფარავდა ყველა ხარჯს.
არაფრით არ დატოვეს საავადმყოფოში, საღამოსკენ გამოწერეს
და იმ ღამითვე გარდაიცვალა.
იცოდნენ, რომ ოპერაცია ცუდად იყო გაკეთებული, შედეგიც
განჭვრიტეს და თავიდან მოიცილეს ავადმყოფი, რომელიც
ევედრებოდა ამ ყასბებს (სწორედაც ყასბებს) შინ არ გაეშვათ.
სიკვდილისთვის ყველა ადამიანი ცოდოა, მაგრამ ადამიანსაც გააჩნია.
უაღრესად კეთილშობილი,უსიმპატიურესი, ადამიანების მოყვარული ქალი
იყო.
P.S. საერთოდ არ მახასიათებს ექიმების აუგად ხსენება. ვიცი, რომ ხდება უმძიმესი
საექიმო შეცდომები. ამ შემთხვევაში, შეცდომასთან ერთად, აშკარა არაადამიანობა
გამოიჩინეს.
vita brevis...