მე რომ პორტუგალია ან ესპანეთი ვიყო, ნუ რომელიც მოიგებს, რას ვიზამდი იცი,
მერე დავუთმობდი თამაშს მაროკოს ან ირანს, რომელიც დღეს მოიგებს, ხოდა მაროკოს ან ირანს 6 ქულას დავაწერინებდი და მეც 6 ქულას დავიწერდი, ხოდა ჩავტოვებდი ჩემ კონკურენტს
მაგალითისთვის, ვარ ესპანეთი, და დღეს მოვუგე პორტუგალიას 2:1
მაროკომ დღეს მოუგო ირანს 2:0
შემდეგ თამაშში მაროკოსთან წავაგებდი 2:0-ს, ბურთებს მაინც მივცებდი, ხოდა მაროკოს გაუხდებოდა 6 ქულა, მე 3 ქულა, პორტუგალიასაც 3(ირანთან მოგების მერე), და ბოლო ტურში ირანს მოვუგებდი ერთი 4:0-ს, გავიდოდი პირველზე, მაროკო პორტუგალიასთან წააგებდა, მაგრამ მერე ბურთები დაითვლებოდა და სამივე გუნდს 6-6 ქულა გვექნებოდა, მე პირველზე გავიდოდი ბურთებით, იმიტომ რომ ირანთან შევეცდებოდი ბევრი შემეგდო, მეორეზე მაროკო გავიდოდა, იმიტომ რომ ბურთები მიცემული მექნებოდა მაროკოსთვის, 2:0 წავაგებდი რაა.. ხოდა მესამეზე პორტუგალია, თუ მაინცდამაინც არ გადაიხევდა ფეხებზე მაროკოს და ირანს 4:0-ებით...
მამენტ არც ცუდი საქციელი არ არის ეს, ჩვეულებრივი პონტია, კონკურენტის ჩატოვება თუ გინდა, რატომაც არა, რატომ არ უნდა გამოთიშო ძლიერი გუნდი ასპარეზობიდან, როცა ეს შეგიძლია და ბევრად გირცევნია ჯგუფიდან მაროკო გავიდეს ვიდრე მერე ფინალში ან ნახევარფინალში გადააწყდე პორტუგალიას და გაგაგდოს? 2000 თუ 2001 წელს გააკეთა ეგრე შევჩენკომ, ბარსა ჩატოვა ლიდსთან გამაზული პენალტით, სპეციალურად არ გაიტანა, მგონი სადღაც მერე თქვა კიდევაც, და არც არის მამენტ მტყუანი, რატომ უნდა გაეყვანა ბარსა ჯგუფიდან როცა შეეძლო ლიდსი გაეყვანა და მერე ლიდსს პრობლემა არ შეექმნა? თუმცა მაგ წელს მგონი ბაიერნი თუ რეალი გახდა ჩემპიონი