praerapidus
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 897
წევრი No.: 224165
რეგისტრ.: 21-September 16
|
#52975238 · 25 Jun 2018, 20:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (blue_velvet @ 25 Jun 2018, 19:53 ) | praerapidus
QUOTE | თურქები რატო უნდა შეგეცოდოს |
რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო ნაციას? ყველგანაა ### და კარგი, ჩვენთან ცოტა ###ა? და მაგიტომ კალაშათი უნდა დაცხრილო? რამ გაგაგიჟათ.
ამ პოლიტიკის დედას ###### ადამიანს აბრმავებს და ადებილებს, ისე მოაკვლევინებს სხვას ერთს არ ჩაფიქრდება...........
მერე იტყვიან
იიიიიიი დედამიწის და ერების გაერთიანება უნდა იი რა ბანIაო, დედამიწა თავიდან ერთIანი იყო და ადამიანებმა შექმნეს ქვყნები და რელიგიები...........
ცოტა გაიზარდეთ ზოგი პატარები აღარ ხართ..........
QUOTE | მადლობა კადრებისთვის, მაგრად გაასწორა. რაც თურქებმა ეგენი ბომბეს... ჩაცხრილვაზე უარესის ღირსები არიან. |
ეს ახლა წავიკითხე ; ((((((( ტიპისთვის არაფერი დაუშავებიათ და რეებს წერს და პატარა მიზეზი რომ მისცე აზე ხარ რას იზავს?
ადამიანებზე რობოტი არსებები არ არსებობე დედამიწაზე მართლა.............
ზომბები არიან ადამიანები დიდი უმრავლესობა : ((((((((((((
|
შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომელსაც ეროვნების ფენომენი არ ესმის და ვერ აცნობიერებს, რომ თავის ჯგუფში კარგთან ერთად ცუდის არსებობის გამო არ უნდა დაგმოს გუნდური მენტალიტეტი, არამედ ცუდის გამოსწორებისკენ უნდა მიიღწვოდე. იმ კატეგორიას მიუკეთვნები, რომელიც თეორიულ რეალობაში რუსს, თურქს ან სხვა დამპყრობელს დაემონება უბრძოლველად და არჩევნებზე პუტინის ან ერდოღანის სასარგებლოდ რო გაუყალბებენ ხმას, მაინც ამ ჰიპი თეორიების ქადაგებას გაარგრძელებს და ვერ გააცნობიერებს, რომ მის უმოქმედებას ვიღაც ძალაუფლებაზე დახამებული ვანია, თუ მეჰმედი მის სასარგებლოდ იყენებს. თუ ვცდები შემისწორე და მივიღებ, ოღონდ ემოციურად ნუ მიპასუხებ, მაგრამ შენი თავდაპირველი კომენტარიდან ასეთი შთაბეჭდილება დატოვე. კარგად ვაცნობიერებ თუ რაზე საუბრობ და მეც მიმაჩნია, რომ ომი ყველანაირად უნდა აირიდო, მაგრამ თუ აგრესორი გიტევს თავი არ უნდა დაიცვა? ამას ამბობ? მე სისხლში მაქვს აგრესორის მიმართ თანაგრძნობის არ გამოხატვა, ჩემი წინაპრები, ხევსურები, მუდმივად ქვეყნის საზღვრების სადარაჯოზე იყვნენ როცა ქართლის მეფე უხმობდა მათ, თუ არ იცი აქვე გეტყვი, რომ ქართლის სამეფოში ყველაზე ელიტური რაზმი ჰქონდათ ხევსურებს, მეფის გვერდით იბრძოდნენ და შუა საუკუნეებში არ არსებობდა ჰიპი ხევსური, ან თუ არსებობდა ასეთს აძევებდნენ ტომიდან, ხოლო მე ამ ხალხის შთამომავალი, ასე რომ ვაზროვნებ. რა გასაკვირია... შენი წინაპრების რა გითხრა, მაგრამ ჩემმა წინაპრებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ შენ ახლა ქართულად საუბრობ და წერ, ხოლო შენ თუ ჰიპი მენტალიტეტს აწვები ისიც უნდა გესმოდეს, რომ დამპყრობელი ერები არასდროს არ გამოირჩევიან დემოკრატიულობით. რისი თქმა გინდა, რომ ქურთებმა უნდა დათმონ ტერიტორია, დაივიწყონ ეროვნულობა, თურქებად იქცნენ და დიქტატორ ერდოღანს დაემონონ? ჩვენც ხო არ გადავცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს იმის შიშით, რომ მომავალში შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს ამ ტერიტორიებმა? დარწმუნებული ვარ ასე მოიქცეოდი შენ... არ გინდა ეს ჰიპი საუბარი ჩემთან, რადგან წლების მანძილზე ნაფიქრი და კარგად გავლილი მაქვს ყველა მსოფლხედველური თეორია და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ პიროვნული თავისუფლებისთვის, პირველ რიგში ეროვნული თავისუფლებაა დასაცავი. თვით ემიგრანტებისგან შემდგარი ნაციაც კი არ აწვება მაგ "ყველანი ერთი პლანეტის შვილები ვართ" კონცეპტს, უდიდესი პატრიოტიზმით გამოირჩევა და ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სხვის ტერიტორიულ მთლიანობას არ ეხება, რადგან წარსულში საკუთარის აქტიურად დაცვა მოუხდა, თუმცა ნავთობი ძალიან უყვარს, რა ქნას, ხანდახან მზადაა რამდენიმე ჩამორჩენილ ქვეყანაში შევარდეს რესურსებისთვის, მაგრამ ამასაც პატრიოტიზმი უდევს საფუძვლად, სამაგიეროდ ცივილიზაცია და დემოკრატიის ფენომენს აცნობს ამ ჩამორჩენილი ქვეყნების ხალხს (არ ვამართლებ ამგვარ გზას, ფაქტებით ვსაუბრობ). კორტოტებთან და მარშებთან ნუ გამაიგევებთ გთხოვთ, მე ვგმობ ისეთ "პატრიოტიზმს", რომელიც თანამოქალაქეს თავისუფალი ნების გამოხატვას უკრძალავს და ამავდროულად დამპყრობელ ქვეყანას აქებს და ადიდებს.
... ვინ წაიკითხავს ახლა ამას... არავინ, ან თუ წაიკითხავენ ფრაგმენტს და შეეშვებიან, იმედია ვცდები და ტყუილად არ ვწერე ამდენი.
This post has been edited by praerapidus on 25 Jun 2018, 20:32
--------------------
38 sul campo!
|