ამასწინებზე ხელში ჩამივარდა ერთი წინგი
ლევან ბრეგაძე
"ყოფითი რწმენა-წარმოდგენები", 2012
წიგნში შესულია საქართველოში მოკრებილი სხვადასხვა ცრურწმენები და მათზე დაფუძნებული საყოფაცხოვრებო რჩევები
მაგალითად ისეთი beginner დონის ცრურწმენების გვერდით,
რომლებიც ყველას გაგვიგია:
ჩანგალი რო დავარდება, სტუმარი მოვა
მარილის დაყრამ ჩხუბი იცის
მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე სახლში
არის შედარებით advanced დონის ცრურწმენები
მაგალითად:
"ძუძუში მეტი რძე თუ გაწუხებს, გამოიწურე და გადაასხი მდინარეში,
რათა როგორც წყალი არ დაშრება, ისე შენი ძუძუ-მკერდი არ გაშრეს.
ან ცეცხლში ჩაასხი, რომ ცეცხლივით იძლიეროს და არ გამოილიოს რძე.
თუ ისეთ ალაგას დაგექცა რძე, რომ ზედ რაიმე არაწმინდამ გადაიარა,
ძ უ ძ უ გ ა გ ი შ რ ე ბ ა !"
ან
"დაბმული ძროხა თუ დაიფრუტუნებს, სიკვდილის ხმის გამოგონებას ნიშნავს.
ბეწვი უნდა ააგლიჯო და ფეხის გულზე მიიდო, თან თქვა:
"შენი ტყავი საქალმედ დავხიეო."
და ა.შ.
არ ვიცი მოკლედ, ამ ###ობებს ვინ იგონებდა და როგორ
აშკარად რაღაც მიზეზი ქონდათ,
მაგრამ მე მზად ვარ და ვეძებ მოხალისეებს,
რათა გადავამოწმოთ ამ "მოსაზრებების" ჭეშმარიტება/მცდარობა
რამდენად რაციონალურია ისინი და ა.შ.
ფორუმის მითბასთერები
წ ე ს ე ბ ი ვადგენთ, რამდენად ჭეშმარიტია მოცემული წესი, ცრურწმენა თუ რჩევა.
თუ ერთხელ მაინც არ მოხდა ისე, როგორც ამბობდნენ წინაპრები, ე.ი. ცრურწმენა მცდარია
თუ ერთხელ მაინც გამართლდა, მაშინ ვატარებთ კიდევ ერთხელ ცდას და
თუ კიდე გამართლდა, რაც წერია, მაშინ მთელ სამეცნიერო სამყაროს ჩაახტება ეს წიგნი საყლაპავ მილში სხვა მილით
არის ისეთი ცრურწმენები წიგნში, რომლის ჭეშმარიტების გადამოწმებაც ძალიან რთული ან შეუძლებელია
წიგნში არის 604 სხვადასხვა "რწმენა-წარმოდგენა"
შემთხვევითობის პრინციპით ვასახელებთ რაიმე ციფრს ან რიცხვს
და თუ შესაძლებელია შემოწმება, ვამოწმებთ
ვინც პირველი ორი სიტყვა წაიკითხეთ და მერე ბოლოში გადმოხვედით, აზრს გამოვიტანო,
ვერ გამოიტანთ