მოკლედ დღეს პირველად ჩავაგდე ნოემბრის ჩელენჯი
ბოლომდე არა მარა მაინც
სამსახურიდან რომ გამოვედი წვიმდა...
მაგრამ დავიკიდე და მაიკიანი განვაგრძე გზა
თან ქარი იყო
და რომ დავსველდი ქარი მაშრობდა და თან ეგრევე ვსველდებოდი...
მაგარი შეგრძნება იყო ძალიან
ნუ რუსთაველი ჩავიარე
ჩვეული გზით ვიარე
და ხიდზე რომ ვიყავი
გავშრი იმ ხიდზე ბოლომდე თითქმის
ხოდა მაგრად აღარ მინდოდა დასველება
ამიტომ საწვიმარი-კურტკა შემოვიცვი და იმით გავიარე რიყის პარკი
და ჩავედი მეტროში
გავიხადე კურტკა და მაიკიანი ვიყავი
აქ უკვე მართლა აღარ მციოდა
გზაშიც შევეჩვიე მერე წვიმას და სიცივეს მაგრამ
მომენტებში ქარი რომ მარტყავდა აშკარად მციოდა
მოკლედ შევედი მეტროში
თითქმის ცარელა იყო
კაი იყო
როგორც ყოველთვის ბოლო ვაგონის ბოლო კარი
მუსიკებს ვუსმენ
როგორც ყოველთვის აქაც
ყველაფერი წყნარად იყო
ერთი განსხვავება ის იყო
რომ გურამიშვილზე ვიღაცამ რაღაც მითხრა
ნუ ალბათ მე მითხრა
იმიტომ რომ გარედან მარტო მე ვჩანდი მისი თვალთახედვიდან
მაგრამ ნაუშნიკი რომ მოვიხსენი აღარ გაუმეორებია წავიდა უბრალოდ
ალბათ შემაგინა ან მსგავსი
თუ ვინმემ მიცანით
რა მითხრა იმ კაცმა ერთი გამაგებინეთ