marrriamკარგია შემოდგომა.

არ ვიცი რა მჭირს, ძალიან სენსიტიური გავხდი ამ ბოლო დროს.
ყველაფერი და ყველა მეცოდება, განსაკუთრებით შვილიანი ახალგაზრდა ქალები რომ ამოდიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 2-3 ბავშვი რომ აზით ზემოთ, აი შრეკში რომ პატარა შრეკები თავზე ახტებიან შრეკს ისე.

ერთი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ მოუვლელი იყო ბავშვების გადამკიდე. რატომ ხდება ასე არ ვიცი, არ ჯობია საკუთარ კარიერას მიხედონ ჯერ? ამას წინათ აზერი ოჯახი ვნახე, აი ლოგოებში რომაა ხოლმე ხელი-ხელ ჩაკიდებულ რომ არის 2 ბავშვი და დედ-მამა ისე. პირველ კლასში შეყავდათ ალბათ ეს ბავშვები, ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ მაინც ნაწვალები იყვნენ.

ზოგადად ოჯახის ფენომენი არ მიზიდავს, მაგრამ ხალხი მეცოდება რა ბევრი.
საერთოდ შინაური ცხოველებიც მეცოდებიან.
განსაკუთრებით ახალგაზრდა მდედრები მეცოდებიან (ადამიანებზე მაქვს საუბარი), არ ვიცი რატომ... ზოგი ისეთი სუსტი და რაღაცნაირია.

კაროჩე რა, მგონი ვიბრიდები და არ ვიცი.
This post has been edited by პოლიმათი on 5 Oct 2018, 21:59