ჰა-ჰა!
დღეს სამსახურიდან რომ გამოვდიოდი...
კარი გავაღე და ჰოპ...წვიმს
საკაიფოდ წვიმს.
ასე 2-3 წუთი კარში ვიდექი
მერე გავიხადე ჯემპრი და კურტკა
და გავედი.
ხო..
გავიხადე!
და არა ჩავიცვი.
ანუ სამსახურიდან გამოვედი მაიკით
ჯემპრი ჩანთაში ჩავდე
კურტკა ზედ გადავიკიდე
ვუსმენ მუსიკას მივდივარ ნელა
ჩემსას ვისწორებ მკიდია ყველა.
ხო ნუ მთელი რუსთაველი->თავისუფლება ჩავიარე
ნუ მერე გადაიღო წვიმამ
ჩავედი თავისუფლების მეტროს მოპირდაპირე ჩასახვევში
გავედი ბოლო გაჩერებაზე
მერე ხიდი
მტკვარი
მერე წვიმა რომ იყო
იქ ქვიშაა დაყრილი
ავლაბრის მეტროსკენ რომ მიდის
"ახალი" გზა
ხოდა ამიტომ ქვედა გზა ავირჩიე
პარკის გავლით ანუ
და წავედი
უცებ ჰოპ!
ნაყინი გაეძრო
3 ლარი ღირდა ოღონდ ერთი ბურთულა

მაგრამ არაუშავს!
კარამელის დავითრიე და ვჭამ
წვერით ნაყინის ჭამაზე მაგარი არაფერია
რომ ალოკავ
და მერე წვერს რომ ილოკავ
მმმმმმმმ
უცებ ჰოპ!
მეორედ წამოვიდა წვიმა
დააააასხა!
მე მივდივარ ნელა მკიდია ყველა
ახლა ვჭამ ნაყინს 3 ლარად ნაყიდს
ხოდა ხალხი გარბის
ზოგი ეფარება
ზოგი მიყურებს
"ამას შიგ ხო არაა აქ" გამომეტყველებით
უკვე ქვაფენილზე ავდივარ მეტროსკენ
ძაან შევამოკლე ჩანაწერი
მაგრამ აღსანიშნი არ იყო არაფერი სხვა
მერე ზედ მეტროს მიწისქვეშასთან მოპირდაპირე მხარეს
გარეთ ეკრანი კიდია
ხოდა მაგის შუქზე წვიმა იყო არაჩვეულებრივად ლამაზი
ჩავედი დაბლა
გადავედი
მეტრო
ერთი მაგან გატეხა რომ
გალუმპული ძაღლივით ვიყავი მეტროში
სველი თმა
და სუნი
აი თმის და შამპუნის სუნი რომ ირევა
ოდნავ იყო
იმედია სხვები ვერ ამჩნევდენ
თუ ამჩვნევდნე დალიონ ცივი წყალი ან ჩავიდნენ
მე რომ შევედი არავინ იყო ჩემგან 3 მეტრში

მერე ამოვედი
ვიყიდე რაღაცები და სახლი
ახლა ვზივარ ხესავით
და ამას ვწერ ღლესავით
jeeeez...