მაგ კონსერვატორიის მცირე დარბაზზე მეც მაქვს ერთი ცუდი მოგონება

ვიღაც გერმანელი ცნობილი გიტარისტი ჩამოვიდა. ახალ ულტრათანამედროვე კლასიკურ მუსიკას უკრავსო
დიდის ამბით წავყევი ჩემ ძმას
მოკლედ ...ტიპმა დაიდო გიტარა ზურგით მუხლებზე (ხო გვერდით დებენ ხოლმე ) ამან ზურგით დადო
და ლადებზე ურტყავდა თითებს
თან ჯანდაბას მუსიკა მაინც ყოფილიყო
უაზროდ ურტყავდა , პატარა ბავშვს რომ დააჭერინებ და თავისთვის ერთობა
მოკლედ რის ვაი ვაგლახით გავუძელით საათნახევარი (ზოგმა ვერ გაუძლო მანამდე წავიდა)
და სულ ბოლოს ბახის ერთი ნაწარმოები დაუკრა ჩვეულებრივად, კლასიკურ გიტარაზე როგორც უკრავენ ხოლმე
გეფიცებით იმ მომენტში მაგ ბახის მუსიკაზე სასიამოვნო მოსასმენი არაფერი იყო , იმ საშინელებების მერე