დღეს მეტროთი ვიმგზავრე და
ხალხი რა დღეშია პროსტო

იმენა ასე ზის ყველა ->
ათასში ერთხელ ვინმე საძმაკაცო ან სადაქალო ან მათი ვენის დიაგრამა იჩითება და სიხალისე შემოაქვს ხოლმე.
დანარჩემი არაფერი არ ხდება
აი ვაფშე არაფერი.
ხალხი დილით დგება 6დან სამსახურში მიდიან და 9 ზე ბრუნდებია
აი პროსტა რა სისულელეა აზრზე ხართ?
ცხოვრებას ყიდის ხალხი რომ ფული აიღოს
რომ მერე იმ ფულით საჭმელი იყიდოს და გადასახადები იხადოს
აი მასიურად როცა უყურებ ერთნაირ სახეებს ვაფშე სხვაგან იჭრები რა
ახლა შეიძლება ფიქრობ რაებს წერსო მაგრამ მენდეთ რა
აი წარმოიდგინე
ერთ ვაგონში დღეში 100 კაცს ვხვდები მინიმუმ
ამ 100დან მაქსიმუმ 1-2 დამამახსოვრდეს
ვინმე ლამაზი ადამიანი თუა
ან რამე ###ობას თუ აკეთებს
ამასწინათ ვიღაც ქალი იყო
მთელი ვაგონი მიწასთან გაასწორა იმენა
მაგას რა დამავიწყებს
ან დღეს ვიღაც აიისეთიგოგომეტროთირაპონტშიმგზავრობს გაიჩითა
ეგეც დანარჩენებივით იჯდა
არაფრისმეტყველი თვალებით
წინ იყურებოდა
მაგრამ მან შემოიტანა ვაგონში ის რაც სხვებმა ვერ შეძლეს
აქამდე ყველა თავის ფეხსაცმელს ათვალიერებდა
აი მის შემოსვლის შემდეგ კი მის ფეხსაცმელზე გადავიდნენ
მის ტანსაცმელზე, ვარცხნილობასა და სახეზე
ალბათ აღნაგობა აუწონ-დაუწონეს
გაარკვიეს ასაკი, შეყვარებულების რაოდენობა და გათხოვილ-გაშორებულობა
მაგრამ ამ ყველაფერს ისე აკეთებდნენ, რომ რაც შეიძლება ფარული ყოფილიყო
აი, ვდგავარ მე, კარებზე ვარ მიყუდებული (დღეს დაღლილი ვიყავი, თორე არ ვეყუდები ხოლმე ©ავტორი) მუსიკას ვუსმენ, თვალები მაქვს დახუჭული და ოპ უცებ ამუხრუჭებს მოულოდნელად.
მაგრად არ მიყვარს ეგ მომენტები - თავი გადამივარდება ხოლმე მარჯვნივ ( ანუ აქ უნდა მიმხვდარიყავით, რომ მოძრაობის მიმართულების 90 გრადუსიანი კუთხით ვდგავარ ხოლმე. [შენიშვნა 2] )
დღესაც მასე მოხდა, და სანამ თავს საწყის მდგომარეობას შევუნარჩუნებდი, თვალები გავახილე.
და აი, უცებ ერთი შეხედვით რომ ყველას ხედავ ხოლმე მომენტი მქონდა.
საშუალო კაცების უმეტესობის თვალები ამ არაჩვეულებრივადლამაზიახალგაზრდაგოგონას მიმართულებით ჰქონდათ მიპყრობილი.
მე ვერ შევხედე - შემრცხვა.
თუმცა რომ ჩადიოდა მარჯვენა ლოყა შევუთვალიერე და კიდევ ერთხელ დავუმტკიცე ჩემ თავს რომ ჩემსა და მას შორის სულ რამოდენიმე სანტიმეტრი იყო ფიზიკური მანძილი, ხოლო ქიმიური NaCl -ის რამოდენიმე ატომის სიმძიმესაც კი აღემატებოდა.
ხოდა რას ვამბობდი
ყელში მაქვს რა ამოსული ყოველდღე ერთიდაიგივე
დილით იღვიძებ, დგები, რაღაცა სტანდარტული მოძრაობები
მერე სამსახურში მიდიხარ.
გზაში მუსიკას უსმენ და უყურებ ათას შენნაირს ( აქ რიცხვი გავბერე ოდნავ )
ისინი გიყურებენ და ფიქრობენ (ალბათ) რას მიყურებს ეს პიდარასტიო
მერე იგრუზები
დეპრესიაში ვარდები
და ხვდები, რომ შენზე ტრაკშიც არიან
მაგრამ შენ გირჩევია უფრო ტრაკში იყო ვიდრე ახლა ხარ
იმიტომ რომ მერე არჩევანის საშუალება საერთოდ აღარ გექნება რა
ხოდა მერე ხვდები რომ უკვე 4 საათია და ფორუმზე ვარ ისევ
ვიგრუზები ეხლა და ამ ყველაფრის წაშლის სურვილი მაქვს
ისიც არ მახსოვს რატომ დავიწყე და რა თემაში ვარ
ხოდა ნახუი რა.
ბოლოსიტყვაობა:
ერთი დღე ჩემი ისტორიიდან.
გამოყენებულია მესამე პირი, თუმცა ნაგულისხმებია პირველი (მამენტ მარლბორო ჯობს მარა, იყოს, ნიჩიო)
შესრულებული ტრიუკები პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშაა განხორციელებული.
არ გაიმეოროთ სახლში.
და კიდევ, კარები თუ თავისით იკეთება, გასაღები შიგნით არ დაგრჩეთ

პ.ს. ყველანი მეზიზღებით

