#59312764 · 13 Jun 2022, 13:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რელიგიურ სამყაროში როცა ადამიანი თავს შეყოფს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ გახდეს ვინმეს ზომბი. ჯერ მთელი წარსული ისტორია კაცობრიობის როცა საკუთარ შვილებს და ისე ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად ასეული წლები. ხალხი სულ ზომბებად იყო ქცეული ქურუმების დასხვა წარმართი ლიდერების ხელში. დღესაც ძალიან ბევრია სხვადასხვა რელიგიებში ვიწრო სექტები რომლებიც ადამიანებს აზროვნებას ართმევენ და აშტერებენ. მაგ ისლამში ვაგაბიტური მცირე სექტები თავის აფეთქებას რომ ეუბნებიან თავის მორწმუნეებს 75 ქალიშვილის და რძის მდინარეების სანაცვლოდ. ქრისტიანობაშიც ბევრია უფრო პროტესტანტებთან თუნდაც მორმონები, მუნიტები, ან წვრილფეხა სექტები, რომლებიც ათას რამეს აკეთებინებენ ადამიანს რასაც არცერთი ნორმალური არ გააკეთებს. ამიტომ ეკლესიის ძველი წმიდანების და სახარების გარდა სხვა არცერთ ცალკეულ პირებს არ უნდა დაუჯეროს ადამიანმა. 1 კაციანი თეოფოლე მალაქიას ნაირი სექტები ჩვენთანაც საკმაოდ იყო. აღმოსავლურ რელიგიებშიც ბევრი სექტა გურუები ჩნდებიან ოშოებით და სხვა მსგავსებით. ახალი უცნაური ტენდენცია ჩანს ეხლა მუსიკის რელიგიური თემატიკით დატვირთვას რომ ცდილობენ ზოგი ბევრი სიმბოლიზმების შემოტანა დიჯეი როგორ რელიგიური გურუ და აშ. მანდაცაა მცდელობა ხალხის დაშტერების მუსიკის ტექსტებით და სხვა.
|