მე, ძირითადად, მაგარი ნერვებჩამყუდროვებული ვარ ხოლმე. რაღაცნაირად სულ მსიამოვნებს რომ ვარ და მკიდია ყველაფერი.
მხოლოდ ვიცი, რომ ხარვეზია, მაგრამ ვერ ვგრძნობ. იყოს. რას მიშლის.
მაგრამ. არის გარკვეული დღეები. მაგნიტური. როდესაც მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი.
და მაგ მომენტში მჭირდება ვინმე გრუშა, ვისაც ტვინს გავუბურღავ და ის მომისმენს.
მადლობა, ღმერთს, მე ასეთი გრუშა მყავს, დაუსრულებლად მიტანს.
როდესაც ვატყობ, რომ მობეზრდა, 20 თეთრიანი იუმორით ვაცინებ და ითაფლება.
ასევე, მყავდა ამტანი, ვინც მითმენდა როდესაც საოცარ ჩხუბს ვუწყებდი კოსმიური რადიაციისას.
ზოგჯერ ვერ მოუთმენია და მაგარი ომი გაგვიჩაღებია. მერე ვეუბნები, ხომ იცი რომ შარზე ვარ, რატომ მაქცევ ყურადღებას?!?!?!
ახლა აღარ მყავს. ეგ ერთადერთია. სხვა ვერ მომითმენს ვერავინ.
ამიტომ დაყენებული მაქვს ერთი ადგილი და არავის ვუშარდები, როდესაც მაგნიტური ველი მჯაგრავს ხოლმე.