ვიცი, ვიცი გავიხუმრე. მე ნასვამზე უარესი არა მაგრამ ცუდი თემები გამიხსნია და მერე მოდერისთვის წაშლა მითხოვია

ადამიანები ვართ და უნდა გავუგოთ ერთმანეთს, მითუმეტეს ასაკით პატარას უნდა ვუთხრათ და მერე თვითონ გადაწყვიტოს.
ჩვენც არ გაგვივლია კარგი დრო, ც კი არა ჩვენ გავიარეთბრაც გავიარეთბდა წინა თაობებმა ხო საერთოდ.
ორშაბათობით რო მოდიოდა დენი თბილისის ცენტრში, ეგ გვიხაროდა.ნორმალური კვებაც არ გვქონდა უმეტესობას, ჩამყაყებული იყო ქალაქი. ღამე გოგოებს არ უშვებდნენ სახლიდან, სახლში კი გაჭირვება იყო და უბანში მაგრამ სითბო იგრძნობოდა მაიინც.
გოგოს ლოყაზე რო ვაკოცებდით მაგას ჰქონდა მუღამი, ღამეები არ ვიძინებდით, დღეს ყველაფერი გატრუხდა.
ძნელია შვილის გაზრდა რო ვაკვირდები, არადა ყველა მშობელს ექსპერტი ჰგონია თავი და შეკითხვაც არ უნდათ.
დღეს გაცივდა ურთიერთობები და ვერ გაიგებ ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს, არ იციან ახალგაზედებმა რა უნდათ..
უმეტესობა ინტერნეტით გამოხატავს ემოციებს და აქ პოულობს ხსნას.
კაროჩე ვიბოდიალე რა, ბანალურად დავწერე მაგრამ ეგრეა, ბევრიც გამომრჩა...
პ.ს ისე უდენობასაც ჰქონდა თავისი მუღამი, ბევრ წიგნს ვკითხულობდი

ყველა თაობას თავისი პრობლემა აქვს რა...