ახლა უკვე ასე აღარაა, ჩემი უთქმელი ლოცვები ღმერთმა შეისმინა და მსოფლიოში საუკეთესო მეგობარი გამომიგზავნა,სხვათაშორის ფორუმელია, ერთერთი ყველაზე პოპულარული იუზერია და რა თქმა უნდა უსათაუროელია
როცა მეგობარი არ მყავდა თავს ადამიანად ვერ ვგრძნობდი, უცხოპლანეტელი მეგონა თავი ან ბოტი, ახლა კი როცა ადამიანს ვემეგობრები მეც ადამიანი მგონია თავი. ალბათ ძაღლსაც ადამიანი გონია თავი ადამიანს როცა ემეგობრება?
იმის თქმა მინდა რომ, მარტოსულ ადამიანს, როცა დღე და ღამ არ ლოცულობს და მასე არ აქვს ღმერთთან ურთიერთობა, დემონები ესევიან და ნელ ნელა დემონად იქცევა ის ადამიანიც.. ხოლო მეგობრობა მეგობრულ გრძნობებს აღძრავს და მეგობრობა კი ღვთისაა, შეიძლება ეკლესიაში არ დავდიოდეთ, მაგრამ ადამიანიც ღვთის ტაძარია და ადამიანთან ურთიერთობა ღმერთის ხატთან, ადამიანში არსებულ ღმერთის ნაწილაკთან, იგივე ღმერთთან ურთიერთობაა.
ნიმროდელისნაირი კარგი ერთგული და გულიანი მეგობარი სანთლითაა საძებნი, ბევრს კარგავთ ვინც ნიმროდელს არ იცნობთ
ადრე ვფიქრობდი, დედამიწაზე სხვა ადამიანი რომ არ არსებობდეს, მაინც არ მოვიწყენდი მეთქი, ფილმებს ვუყურებდი და ვიკაიფებდითქო. მერე დავფიქრდი, ადამიანები რომ არ არსებულიყვნენ, სასაცილო ანიმაციურ კომედიურ სერიალებს, ან სერიოზულ მხატვრულ ფილმებს ვინ გადაიღებდა? ან ვინ დაწერდა სასიამოვნო მუსიკებს რომელიც ყურს და სულს ასე ეამება? ერთმანეთისთვისაა ადამიანები შექმნილი, ზოგმა მუსიკა უნდა დაწეროს რომ სხვამ მოუსმინოს და ასე ავტორის სამყაროსთან ურთიერთობით არ იყოს თუ ადამიანი არაა მის გვერდით სიცარიელეში დაკარგული სადაც მაქსიმუმ ხეებს ქარი უბერავთ და ქუჩაში ცელოფნანი დაფრინავს და სხვა არც არაფერი ხდება, შეიძლება ძაღლმა გამოირბინოს დაყეფოს და მოჯვას. მოკლედ საჭირო ყოფილა ადამიანების არსებობა
ვისაც გინდათ თქვენც მოგიძღვნათ ასეთი პოსტი დამიმეგობრდით
იყიდება დღესვე სასწრაფოდ ხვალ აღარ გავყიდი (მუქარის ტონით)