კაი მაშინ განვავრცობ
ზოგადად არის ხალხის ძირითადი 3 კატეგორია
1) ვისაც ფბ აქვს იმიჯისთვის
მთელი მათი სწავლის და სამსახურის ქრონოლოგიებია ნაჩვენები და ამავდროულად ერთვის ბევრი ფოტო სადაც ჩანს მათი სოც სტატუსი
არის კიდევ სხვა კატეგორია მაგალითად გოგოები ვისაც უბრალოდ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა და გამომწვევ ფოტოებს დებენ საჯაროდ მერე უკვირთ რომ მხოლოდ სექსის გამო წერენ ტიპები და იწყებენ იმის ძახილს რა ყველა ბიჭი ერთნაირი ხართო
და ა.შ
2) ვისაც ფბ აქვს ვიწრო ინტერესებით საქმისთვის
მაგალითად მე სადაც მყავს სულ 4 მეგობარი დამატებული და ვარ ერთადერთ ჯგუფში ეს არის ჩემი უნივესიტეტის და ფაქტიურად არცერთი გვერდი არ მაქვს გამოწერილი
ანუ ნაკლებად ვინტერესდები სხვისი ცხოვრებით რადგან მიმაჩნია რომ ჩემი გაცილებით საინტერესო და სრულყოფილია(ქედმაღლობის გარეშე) იმისთვის რომ ათასი ნაგავით გავივსო გონება
3) ვისაც ფბ აქვს უბრალოდ და დროს ტყუილად კარგავს
ეს ის ხალხია ვისაც არც იმიჯი აინტერესებთ დიდად, არც სოც სტატუსი და არც გამომწერთა რაოდენობა
საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ამა ქვეყნისა ვისაც ყავს დაახლოებით 200-1000 მდე მეგობარი და მთელი დღე მათ თვალიერებაში ატარებს
ეს იყო ჩემი პოსტის შინაარსი და თუ თქვენ ნაკლებად გაწუხებთ უაზრო ამბიციები და ზუსტად იცით რატომაც იყენებთ სოც ქსელებს მაშინ ჩემგან რესპეკტ +
სხვა შემთხვევაში უაზრო დროის ხარჯვაა და სხვისი ცხოვრების თვალიერებით შენს ყოველდღიურობაზე ამბობ უარს ესაა და ეს