დღეს ძალიან ამომიყვანეს ყელში და რამდენიმე ნათესავი "შევჯორე".
ზოგადად, ძალიან არ მიყვარს უხეშად ან აგდებულად საუბარი, მაგრამ მომიწია და არ ვგრძნობ თავს კარგად.

რაიონიდან არა, სოფლიდან ვარ, მაგრამ თბილისშიც მაქვს ბინა.
ზაფხულობით თითქმის სადღაც 1.5 თვე მიწევს სოფელში ყოფნა. საქმეა და სიტუაციას დიდწილად მე ვარეგულირებ ხოლმე. რომ არ ვიყო აქ, ან მივა ეს საქმე ბოლომდე, ან ვერა. ჰოდა, ჩამოვალ და ჯერ იმაზე მიდის შეკითხვები (ჩემთან კი არა თანაც), რატო ვარ ამდენ ხანს სოფელში, რას ვაკეთებ სახლში. წელს კიდე, დასასვენებლადაც ვერ მოვახერხე წასვლა და საერთოდ გადავიდნენ ჭკუიდან. მერე, თბილისში თუ მომიწია დაბრუნება, რატო წავედი? რა საქმე მქონდა?
ადრე სიცილით ვუტარებდი ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან კატეგორიულად დაიწყეს ჩარევა და მომიწია ადგილზე მომესვა ყველა.
რამდენიმეს ცოტა უხეშადაც ვუპასუხე.

თქვენც გყავთ მსგავსი ნათესავები? რატო არ ესმით, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, როგორც მინიმუმ, უხერხულია?!