თსუ-ში ვისწავლე 2 წელი და კიდე ნახევარი.
განივის შენობაში - კომპიუტერულ მეცნიერებებზე. ამჟამად აკადემიური მაქვს და გეპეიში ვფიქრობ სამომავლოდ სწავლის დასრულებას.
გარემო - 2/10 (1 ქულა იმას რომ შენობა გვქონდა და 1 ქულაც იმას რომ გადახურული შენობა გვქონდა).
ტუალეტებზე წარწერები,
მოძველებული აუდიტორიები,
გაურემონტებელი კედლები,
"საამაყო" უნივერსიტეტი, რომელიც.. მოიცა კაცო მის გვერდით ამ ნახევრადაშენებულ კარკასს რა უნდა?

სწავლა - 3/10 - ნახევარზე მეტი მათემატიმური საგნები იყო მგონი (რომლებზეც ვერ ვიტყვი რომ ცუდად ისწავლებოდა, მაგრამ...), დანარჩენში:
სწავლის დაწყებისთანავე პირველივე კურსზე გარტყმაში როარაა სტუდენტი პროგრამირების - გაწყებინებენ ურთულეს ენას (C++), წუწუნად არ ჩამითვალოთ - მე ვიყავი მანამდეც "გარტყმაში" და ამიტომ თავისუფლად გადავლახე მაგრამ დანარჩენები...
სწავლის ინტერესს დაგიკარგავდა დიდი ალბათობით, იმ საინტერესო საყვარელ საქმიანობას რასაც სოფტვეირის პროექტირება და დეველოპმენტი მოიცავს რაღაც საშინელებად დაგიხატავდა - გემოვნებით - ფურცლებზე დაწერილ კოდებს თუ დავუმატებთ საგამოცდო ცენტრში - ბიბლიოთეკის ჩამყაყებული შენობის სახით.
ფურცლებზე დაწერილ კოდებს - კომპიუტერების ხანაში.
სამაგიეროდ ვორდი და ექსელი ჩაგვაბარებინეს კომპიუტერებზე - ასე რომ იმასაც ვერ ვიტყვით რესურსი არ აქვთო.
თავად სპეციალიზაციის საგნების სწავლის დონე.. წარმოიდგინეთ რაღაც სასაუბრო ენაში რომ გასწავლონ სიტყვები, მაგრამ არ გითხრან როგორ შეაერთოთ ეს სიტყვები ერთმანეთთან რომ არათუ რაიმე ხელოვნება შექმნათ ამით, არამედ პრაქტიკულ საუბარშიც კი ვერ გამოიყენოთ.
ერთი ჩემი ნაცნობი მიყვებოდა, ბიოლოგიაზე სწავლობდა ან სწავლობს მგონი, რაღაც საგანზე რაც არ უნდა კარგად დაგვეწერა გამოცდა 30 ქულას პრინციპულად არ გვიწერდაო
აუ აუ ის.. მთელი სემესტრი ვეხვეწებოდით მასალას/კონსპექტს და გამოცდის წინა დღეს მოგვცაო.
თუმცა სიცრუე იქნება მხოლოდ უარყოფითზე გამახვილება ყურადღების, გავიცანი ადამიანები ვისთანაც ბევრი საერთო გამოვნახე და დავახლოვდი და მიუხედავად ჩამოუყალიბებელი გარემოსი, ვისწავლე რაღაც.
მაგალითი შეიძლება იყოს ორგვარი - ნიმუში თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ნიმუში თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.
და ამ უნივერსიტეტმა მომცა ორივე სახის მაგალითები.
This post has been edited by SonОfAnarchy on 5 Sep 2018, 07:55