Asklipiodotaaადამიანს თუ რამე არ ესმის ვერავინ ვერაფერს გააგებინებს
და თუ რამეს გიშავებენ არსებობს კანონი
რატომ უნდა უწევდეს ვინმეს უბანში "ჩორნი ხოდებით" სიარული? აი ეგ გაგება კიდევ ვიღაცებს აიძულებს ეგრე იარონ რომ არ იძალადონ მასზე
ზურგსუკან ლაპარაკზე მლიქვნელობაზე მატყუარობაზე ა.შ. და ა.შ. ვამბობ რომ ცუდია
ასე ფიქრობს ყველა ნორმალური ადამიანი და არ სჭირდებაას ვიღაც ძველისგან დარტყმული ბეჭედი
მაყურებლები ზედამხედველები და ვიღაცები რა ჯანდაბად სჭირდება მოაზროვნე თავისუფალ ადამიანს?
ჰო მე ასე ვფიქრობ რომ მაგათი განათლება არ გაიშვა
საპნის ბუშტები აკლია ამ თემაზე ლაპარაკს თორემ ჩვეულებრივი რომანტიკაა
ბოლოს
ძალიან ძალიან ძალიან ცდები თუ ფიქრობ რომ ოჯახში რაც არ უნდა გასწავლონ გარეთ ნასწავლი მაინც სხვაა უფრო სწორია და გასათვალისწინებელი თუ რა თქმა უნდა გარეთო რომ ამბობ ქუჩას გულისხმობ
იმიტომ რომ გარემოდან მათ შორის უბანში მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობიდანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ და ჰო
ყველას არ უმართლებს და ოჯახში არ/ვერ ასწავლიან რაღაცებს
სკოლაშიც იგივე და გამოცდილებით ურთიერთობებით უწევთ სწავლა ისეთი მნიშვნელოვანი რამეების როგორიცაა ის რომ ზრდილობიანი და სამართლიანი უნდა იყო პატივი სცე სხვებს არ დაჩაგრო ადამიანები არ მოიტყუო იყო პასუხისმგებლობიანი და ა.შ.
მოკლედ
მე და შენ ვერ შევთანხმდებით
არც მქონია ილუზია რომ შევთანხმდებოდით
არც მიცდია
უბრალოდ აზრი დავაფიქსირე
შენ იცი