მე პირადად იმიტომ გავხდი ვეგეტარიანელი რომ ალერგია მქონდა ძვალზე
ჯერ კიდევ ბავშვობაში ძვალზე ხორცს რომ ვუყურებდი ცუდათ ვხდებოდი...
გავიდა დრო და უკვე სხვა თვალით შევხედე ამ ყოველივეს
ძმაკაცები რომ დამიძახებდენ გურიაში და სამეგრელოში ღორი დავკალიდ ბიჯო! მოდი ყაურმა და მწვადები დავურტყათ,მე სუფასთან ვჯდებოდი ზრდილობის გამო და ვიტენებოდი
აჯიკით და პურით
ყველ მე დამცინოდა,მაგრამ დროთა განვალობაში მაგაზე ღადავი ავუკრძალე და ბოლოს საერთოდ აღარ მივდიოდი ე.წ ღორის ქელხზე
რაც საბოლოოდ გავხდი ვეგეტარიანელი კერძოდ 2010 წლიდან ვარ-გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს და საკმაოდ გემრიელადაც ვიკვებები...
ახლა ვცდილობ კვირაში ორი დღე ვიყო ვეგანი,ანუ რძის პროდუქტებზეც ვთქვა უარი
თუმცა ალბათ ვეგანი ვერასოდეს გავხდები,იმდენად მიყვარს ხაჭაპური და ერბო კვერცხი