ეჰ, სამჯერ ავიცერი ტყუილად.

თუ ოთხჯერ. აღარ მახსოვს. კურსი მთლიანად არ გამივლია არასდროს იმიტომ რომ არ მოკვდნენ დამნაშავე კატები არც ერთ შემთხვევაში.
უფასო ვაქცინა რაცაა იმაზე დალევას უკრძალავენ 4 თვე და პლუს ჭამაც არ შეიძლება ყველაფრის.
მე ვეროლაბის ვაქცინას ვიკეთებდი და არ აუკრძალავთ არაფერი...
ძაღლი ეზოდან თუ არ გადის წესით არ უნდა აგცრან, მაგრამ თავს იზღვევენ ყოველი შემთხვევისთვის და აცრის გარეშე არ გამოგიშვებენ ექიმთან თუ მიხვედი.
თუ ცოფიანია მაქსუმუმ 14 დღეში მოკვდება. უბედურება ისაა რომ 14 დღის გასვლამდე შეიძლება შენც გაცოფდე...
ხო, სისხლის წამოსვლა არაა აუცილებელი შეიძლება კანში მიკრო ბზარებიდან შეაღწიოს ვირუსმა.
მოკლედ, მოგიწევს დიდი ალბათობით ნემსების გაკეთება. სულ 5 ნემსი კეთდება მხარში. მტკივნეული არაა, ზოგჯერ სულ ვერ ვიგებდი ისე მიკეთებდნენ.