ჰომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან ავტომობილების საბაზრო ღირებულებებში, მათ თავისუფლად შეიძლება ეგონოთ რომ ეგ ფასი ლარშია.
ამავდროულად მხოლოდ ე60 ხომ არ დევს მაივტოზე? კიდევ ასეულობით მანქანას აწერია ეგრე ფასი და ზოგი აბსოლუტურად შესაძლებელია ლარში იყიდებოდეს, მაგრამ აღმოაჩენ რომ დოლარია.
ასევე სორტირებას ართულებს, იქ ამოუგდებს ამ ე60-ს სადაც არაფერი ესაქმება და იქ ვერ ამოხტება, ვინც რეალურად ეძებს
აი ვთქვათ შენ ეძებ ე60-ს დაწერ 4000 დოლარიდან 7000 დოლარამდე ვთქვათ, ამ ფასში არ ამოვარდება ეს ე60 ანუ თვითონ გამყიდველსაც არ აწყობს
და რაც მთავარია არსებობს კულტურა და წესი, როცა გეკითხებიან ფასს უნდა დაწერო რეალურად რამდენადაც ყიდი ის და არა რუბლებში და იენებში, ასე ყველასთვის მარტივდება საქმე და თვალსაც უფრო სიამოვნებს, თან აღარ გჭირდება ზედმეტი დაკვირვება ეხლა ამის პატრონი ლარში დაწერდა ამას თუ დოლარშიო 
ამ ყველაფრის დამარცვლა რომ მიწევს უკვე სირცხვილია რავი ასე მგონია
პ.ს. ზედა ორი ლინკი იყო მხოლოდ მაგალითი, არცერთს არ ვეძებ, საერთოდ ახალ მანქანას არ ვყიდულობ ამ ეტაპზე, რამეთუ ქალაქში სულ საცობებია და საცობში 10 ცილინდრიანი ძრავით ვიდგებით თუ 4-ით არავითარი სხვაობა არ არის 
 This post has been edited by არისტოტელე999 on 6 Oct 2018, 21:38