where_security_failsხანდახან რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა
დაკიდება გიწევს იცი როგორი ბანძი სიტყვათშეთანხმებაა? როგორიცაა დალევა მიწევს

გულგრილობა არის დამღუპველი

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მიხვალ და გადახაზავ დახევ ვინმე ისეთს აირჩევ ვინც მე ძალიან არ მომწონს თუ პირიქით
მთავარია უმოქმედოდ არ იყო
ჰოდა
ვ ი მ ო ქ მ ე დ ო თ
გაზაფხულზე (მგონი) ვიყავი აქციაზე
რუსეთი სირია
იცი რამდენი ადამიანი იყო?
20 ალბათ
ჩემთვის ეგ დაკარგული ტერიტორიები ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ჩემი სახლი რომელიც მენატრება
რადგან ზუსტად ვიცი რას ნიშნავს გენატრებოდეს შენი სახლი
არავის არ ვეთანხმები ვისაც ეგ საკითხი არ აინტერესებს

მოსაწევს რაც შეეხება ჯაფარიძისთვის ხალხის ნდობის მოსაპოვებელი ყველაზე მარტივი გზაა და არც ვამტყუნებ
ჭკვიანურია
ყველას თავისი მიზანი და მიზნამდე მისაღწევი გზა აქვს
არ ვფიქრობ რომ დააშავა ამ თემის გამოყენებით
ჩემი მეზობელი პეტრე ძალიან ბევრჯერ რომ დაიჭირეს მოსაწევისთვის და ოჯახი ძლივს იხდიდა ჯარიმებს ვიღაც ციხეში რომ ზის და ა.შ. მიუღებელია
12 წლიდან (თუ უფრო ადრე არა) ჩემ ირგვლივ ადამიანები ეწევიან
დეკრიმინალიზაციამდე ჩემს სახლში გაუშრიათ მოსაწევი
ჩემს სახლში მოუწევიათ
მე შემინახავს ვიღაცებისთვის
და არასდროს
არასდროს არ გამისინჯავს
იმიტომ რომ მე ასეთი ცხოვრება მომწონს
ასე "ვკაიფობ" და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა იყოს
ადამიანი თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა
სოკოს ჭამის გამო ისჯება ვინმე?
არადა სოკომ შეიძლება მოგკლას თუ ვერ არჩევ და შხამიანი შეჭამე
ვაშლის ჭამის გამო იხდი ჯარიმას?
ჰოდა ვიღაცას უნდა ლენცოფას შეჭამს და ვიღაც მარიხუანას მოიხმარს და კანონი კი არა აღზრდა და შეგნება უნდა უწესებდეს საზღვარს
მე არ ვარ არც ჯაფარიძის არც სხვა რომელიმე კანდიდატის ერთგული გულშემატკივარი
მაგრამ
თუ არჩევანის საშუალება გაქვს და არ ირჩევ/ან შენი ქმედებით (ბიულეტენის გაფუჭებით) არ უმტკიცებ რომ ნაგავი არჩევნებია
თუ თანახმა ხარ რომ შენი მიუსვლელობის გამო ვიღაცები რაღაც ზღვარს გადაცდნენ მერე შენ დააფინანსო და იმათ დემაგოგობა გააგრძელონ
აქაოდა ხალხი მხარს გვიჭერსო
თუ ისედაც არაფერს არ აკეთებ იმ მდგომარეობის შესაცვლელად რაც არის
თუ ეს მდგომარეობა არ გაწუხებს
არ ვიცი რა ვთქვა

მოკლედ ყველამ თავის საქმის უნდა იცოდეს
მაგრამ
მე რომ არ მშია და არ მცივა მშვიდად ვერ მძინავს იმიტომ რომ ჩემს მეზობელს ან ჩემს ქალაქში მცხოვრებს ან სადღაც მყოფ ადამიანს შია და ცივა ან უწევს ვიღაცებს დაემორჩილოს
იცი რატომ ემორჩილებიან ადამიანები მათზე გავლენიანებს ბრმად?
რატომ ხაზავენ თუ არ ხაზავენ რომელიმე კანდიდატს და ავრცელებენ ამა თუ იმ ინფორმაციას?
იმიტომ რომ ზუსტად იციან გულგრილი საზოგადოების ამბავი
გაეკეთებინა და კარგად იქნებოდა რატო დავუჭირო მხარიო
ნუ ამოიღებდა ხმას ვინ აძალებდა მე რა შუაში ვარო
ბოლოს ყველას გაუჭირდება და მერე ასე ერთხმად ვიძახოთ მკიდია