მე ვცხოვრობ დიდი ხანია მარტო. ვინმე თუ არ შემომისახლდა წესით მარტო ვცხოვრობ ხოლმე
დიდი არაფრით განსხვავდება, უბრალოდ დადებითი მხარეები აქვს ბევრი.
ღამით რომც არ მივიდე არავინ ინერვიულებს და რეკვას არავინ დამიწყებს.
სახლში ვისაც მინდა ამოვიყვან.
არაფერი არ მეკარგება, ვიცი სად რა მაქვს.
სხვებმა არ იციან რა მაქვს

ანალოგიურად ზედმეტი კითხვებისგან თავისუფალი ვარ.
სხვების კამათის მოსმენა აღარ მიწევს და მეც არავინ მეკამათება.
სიტყვები - "ფულს რაში ფლანგავ" აღარ მესმის ყოველ საღამოს.
უარყოფითი
ცუდად რომ გავხდე ვერავინ გაიგებს.
ავეჯი - სახლში სულ ცვლიდნენ ავეჯს, მაგრამ ცალკე რომ გადმოვედი აქ ვინ შეცვლიდა ჩემ მაგივრად, ამიტომ ვინმე გემოვნებიან ადამიანს თუ ვიპოვი ხოლმე პირველი ავეჯის ასარჩევად მიმყავს ხოლმე

არ მიყვარს წლები ერთიდაიგივე დიზაინით რომ არის სახლში ყველაფერი.
ხმაური. - დილით მტვერსასრუტის ხმა მაინც მაღვიძებს და დამლაგებელს მაგარი კიდია ეგ ფაქტი. არადა წესით ისე უნდა დალაგდეს რომ მე არ ვხედავდე.
გოიმებს გონიათ რომ მარტო რახან ვცხოვრობ ყოველდღე ორგიები მაქვს.
თუ მე მინდა ვინმესთან დალაპარაკება არავინ მყავს.
დალევა მარტო მიწევს