Perfecto_771. ანკესით თევზაობის ძალიან ბევრი მიმდინარეობაა, მაგრამ ანკესი (სატევზაო ჯოხი) ძირითადად არის ორი ტიპის: შტეკერული :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ე.წ. ბოლონეზის (ტელესკოპური ანუ, გასაშლელი):
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შტეკერული გამოიყენება ძირითადად ფიდერით, სპინინგით და ფლაი (გაშოლტვით) თევზაობისას. შტეკერულის უპირატესობაა მეტი მგრძნობელობა სატყუარის თამაშისას და თევზის გამოყვანისასას და ჯოხის ნაკლები წონა, ხოლო ტელესკოპურის - მეტი კომპაქტურობა.
მოკლე ჯოხები მოსახერხებელია მთიან ადგილებში, ხეების ბუჩქების და წყალთან რთულად მისადგომ ადგილებში სათევზაოდ, ასევე პატარა მდინარეზე, სადაც გრძელი ჯოხი პირიქით - ხელის შემშლელია.
გრძელი ჯოხი აუცილებელია ტბებზე და დიდ მდინარეებზე სათევზაოდ, სადაც სატყუარის მიწოდება შორს გვიწევს და ჯოხის მოქნევის დრსაც ხელის შემშლელი ფაქტორები ნაკლებადაა (ხეები წლის პირას და ა.შ.). 4 მეტრიანი ტივტივის ჯოხი მაქვს და მაგალითად ალაზანზე , წალკის წყალსაცავზე, თბილისის ზღვაზე უმჯობესი იქნებოდა 5 მეტრიანი ან უფრო მეტი. ზოგიერთ მდინარეზე ესეც საკმარისია.
2. სპინინგის ჯოხი ეწოდება სპინინგის სტილით სათევზაო ჯოხს, რაც გულისხმობს ხელოვნური სატყუარებით (ვობლერი (იგივე პლასმასის ან ხის თევზი), ტრიალა, ყანყალა, სილიკონი, სპინერბაიტი და ა.შ.) მტაცებელ თევზზე თევზაობას. მის მოტყუებას. ამ დროს ზოგჯერ არამტაცებელი თევზიც იღებს ხელოვნურ სატყუარას, თუმცა შედარებით იშვიათად და მასზე გამიზნულად არ თევზაობენ.
3. მოსაქნევი ანკესში ალბათ ფლაის (გასაშოლტ) ჯოხს გულისხმობ? ისე არსებობს ასაქნევი ანკესიც, რომელსაც კოჭა არ უყენდება და პირდაპირ ანკესის წვერზე აქვს ძუა მობმული. საქართველოშიც თევზაობს ამ სტილით რამდენიმე.
ფლაის რაც შეეხება, ამ სტილით თევზაობენ როგორც მტაცებელ, ისე არამტაცებელ თევზზე, სპინინგისგან განსხვავებით. ფლაის სტილიც ხეელოვნური სატყუარებით თევზაობას გულისხმობს და ძირითადად მწერების იმიტაციებით თევზაობენ. მეთევზეები უმეტესად თავად ქსოვენ სატყუარებს და ამ დროს მიმართავენ სხვადასხვა ექსპერიმენტს .
4. კოჭა არათუ ორნაირია, არამედ მრავალნაირია. არსებობს კოჭებს შორის ორი ძირიტადი განსხვავება: შენ რაც სურათი დადე, მასეთ ტიპს ეწოდება ინერციული კოჭა, ვინაიდან სატყუარის გასროლის დროს ძუა ექაჩება ბარაბანს და იწვევს მის ბრუნვას.
აი ასეთ ტიპს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კი ეწოდება არაინერციული, ვინაიდან სატყუარის გასროლისას ძუა არ აბრუნებს დოლურას და თავისუფლად იშლება.
მულტიპლიკატორი, ანუ ეს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პრინციპში არსით ინერციული კოჭაა. მხოლოდ სხვა ფორმის, ვიდრე ტრადიციული კოჭები. ის ძალიან ძნელი გამოსაყენებელია, რთული "დასამუღამებელია" და შესაბამისად ნაკლებად გავრცელებული, თუმცა აქვს 2-3 ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა. გამოიყენებენ ძირითადად სპინინგით თევზაობის დროს. ასევე ზღვაზეც, დიდ თევზებზე თევზაობისას.
რაც შეეხება კითხვას, შენ რომ კოჭა დადე, ტბაზე მასეთს მხოლოდ ფსკერულით თევზაობის დროს გამოიყენებენ, ისე კლასიკური მდინარის კოჭაა, ხავსით ან სხვა სატყუარით გატარებით სათვზაოდ.
არაინერციულ კოჭებს კიდევ ყველა პირობებში გამოიყენებენ, ტბაზეც და მდინარეზეც.
This post has been edited by SMITH_CAMION_SR on 14 Dec 2018, 15:11