პირადად მე მოგვარებული მაქ. ზოგადად ვსაუბრობ.
გოგო რომ თხოვდება, და ბიჭს რომ მინიმუმ 1 ოთახი სჭირდება დასაოჯახებლად რამე ახალია?
(როცა აქვთ ამის შესაძლებლობა) და ამას არ აკეთებენ?
ვალდებულებაზე კი გითხარი, შენი ლოგიკით, ძუძუ რომ აწოვოს დედამ მაგის ვალდებულიც არ არის...
აგიხსენი უკვე, ცხოველი... ზრდის (ასწავლის დამოუკიდებლობას) და (აძლევს თავისუფლებას)
ეს კოდი........... ჩადო ღმერთმა ჩიტის 0 ინტელექტის თავში როგორც პროგრამა,
ვერ იაზრებს, რაც საჭიროა უბრალოდ აკეთებს.
ცხოველს უნდა სჯობდეს ადამიანი.
ვალდებულია... მაგრამ "ვალდებულება" უადგილო და თავის გასამართლებელი სიტყვაა,
საჭიროა ცალკე საცხოვრებელი მისცეს თუნდაც 4 კვადრატული ოფიციალურად მისი (თუკი ამის საშუალება აქვს)
და მეორე
18 წლამდე თუ (არ გასწავლეს ნადირობა - ჩიტის შემთხვევაში) ანუ არ დაგასაქმეს (ადამიანის შემთხვევაში) ???????
78 წლამდეც აქვს ვალდებულება, თავშესაფარი მოგცეს და ა.შ.
თუ შვილს აჩენ!!!! დიდი ბოდიში და ისიც იფიქრე რა ქვეყანაში აჩენ ან რის მიცემა შეგიძლია, უბედურებისთვის აჩენ თუ, ბედნირებისთვის,
მადლიერი რომ დაგრჩეს თუ შენი მტერი რომ გახდეს,
არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და დეტალები, თუ რა მინიმუმი რამებია საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის.
ახლა აფრიკას და უარეს ქვეყნებს მაგალითად ნუ მოიყვან,
შენი ლოგიკა თავის მართლების რეჟიმში მყოფი ადამიანის ლოგიკაა.
და ასეთი მშობლები ეუბნებიან შვილებს, რომ არ არიან ვალდებული დააფინანსონ...
(შენ გგონია ვალდებული ვარ მოგიარო და გაგზარდო?!)
მოსმენილი მაქვს მშობლისგან

მოვლას და საჭმელს რომ იმადლება და იყვედრება, ის ქონებას ან ოდნავ დიდ ფინანსს გაიმეტებს? (მაგრამ აქვს)
ბევრი ეგოისტი მშობელი ვერ იმეტებს,
ვაიდა მადლიერი მაინც არ დარჩესო, რისკი არუნდათ, ან არ ენდობიან შვილს და ა.შ.
ჯამში საქართველოა პრობლემა, მეც მაგას ვამბობ, როცა შვილს აქვს შესაძლებლობა მარტივად დაიწყოს მუშაობა (მაგალითად გერმანიაში, ჰოლანდიაში ამერიკაში)
ამ შემთხვევაში (ვერც) აკავებს მას მშობელი, ნახუიო შვილი ეუბნება მამას, თუარაფერს მისცემს მამა, შვილი თავად გადაიხდის ქირას, საკმაოდ დიდი ანაზღაურებიდან.
https://www.aura.ge/330-leqsebi-mamaze/5153...arde-mtrad.htmlhttps://www.droni.ge/old/?m=3&AID=4949კი აქვს ენაზე დახვეული ბევრ ქართველ მშობელს ეს სატანიზმი და სიდებილე
მშობლებს არიგებს........
უბრალოდ ყველა წინადადება გაიაზრეთ
სუნი დგება ლებანიძის ტვინის სიმყრალის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მურმან ლებანიძე - შვილი გაზარდე მტრად...
ღირს მყოობადი ხვნად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად -
გამოგადგება მოყვრად!
ეს შეგონება უთქვამთ
ჩვენსას, ჩვენამდე, ძველებს -
მათ, ვინც ეკიდნენ გუთანს
და ვინც ჰკერავდნენ ცელებს.
მადლობის გრძნობა მახრჩობს,
მადლობის გრძნობა მშხამავს,
მე მამაჩემი მახსოვს,
თვალდათვალ ვხედავ მამას.
არცა ალერსით ჭარბით,
არცა მტლაშით და მტლუშით,
ავად შეკრული წარბით,
შავი სატინის ბლუზით!
ღირს მყოობადი რგვად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად -
გამოგადგება მოყვრად!
არ ვიცი ამას ვისზე
ამბად ჰყვებიან სხვები -
როკფელერ მამა-შვილზე
მე მსმენია და ვყვები.
მოხუც როკფელერს ერთი
მეეტლისათვის წვრილად
როსმე ორმოცი ცენტი
რომ ჩაუთვლია ქირად.
მეეტლეს უთქვამს, მისტერ,
უღრმეს მადლობას გწირავთ -
კი, გულუხვი ხართ... ისე,
თქვენს ვაჟს ვატარებ ხშირად.
არის ნამდვილი დენდი!
მამას ნამდვილად ასწრებს!
ვისი-რომელი ცენტი! -
ოცდოლარიანს მაძლევს.
დახედა თურმე მწყრალად
ბეჭდებზე ბრილიანტებს
და თქვა ბებერმა წყნარად,
- ვუტოვებ მილიარდებს!
როკფელერი ჰყავს მამა,
მაგას რა უჭირს, ჩათლახს!
მე ობოლი ვარ, ძამა,
მამა საერთოდ არ მყავს!
ღირს მყოობადი რგვად,
თესვად, ფარცხვად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად -
გამოგადგება მოყვრად!
არის თაობათ ბრძოლა,
ან - არ ყოფილა როდის!
რისხვით ხელთათმნის სროლა,
-ეს რა თაობა მოდის!
ეჯაჯღანები შვილს,
მაშასადამე - აწმყოს!
ის - ებუტება ვის?!
აწმყოს - წარსული აცხობს!
შენ წარსული ხარ მკაცრი,
ის სიმწიფეში შევა -
ელის აწმყოსაც აწი
ხვალ-ზეგ წარსულად ქცევა.
და თუ კაცი ხარ ნაღდი,
თუ გარეწარი არ ხარ,
ჩახვდება - როგორც ჩახვდი,
დადგება - სადაც დგახარ.
რაც ხარ, შენ იმად დარჩი,
არ შეყოყმანდე წუთით,
ის შენს საფლავზე ქარში,
მოვა მოხდილი ქუდით...
მადლობის გრძნობა მახრჩობს,
სესხი და ვალი მშხამავს,
მე მამაჩემი მახსოვს,
თვალდათვალ ვხედავ მამას.
ავად შეკრული წარბით,
შავი სატინის ბლუზით,
მკაცრი ცნებებით ჭარბით
და სიყვარულით მუნჯით...
ღირს მყოობადი ხვნად,
მერმე მარგვლად და თოხნად!
შვილი გაზარდე მტრად -
გამოგადგება მოყვრად!
ამის დაწერისთვის ამის დებილ დამბადებელს
მურმან ლებანიძეს
This post has been edited by SerIouS on 16 Dec 2018, 20:48