ჩემს ოთახში ვზივარ, ლეპტოპი მაქვს ჩართული თან კროსვორდს ვავსებ, ყავას ვსვამ და უცებ ზარი შემოდის მობილურზე, ჩემი მეზობელია. საქმე მაქ და მანქნით უნდა წამიყვანოო, მოწყენილი ვიყავი და მაგრად მეკიდა სად წავიდოდი უბრალოდ ამ ოთახოდან გავსულიყავი..კარგითქო, წავიდეთ მეთქი... ერთი ძველი სუბარუ მყავს და წავხრიგინდით მაგით, 70 კილომეტრი ვიარეთ სანამ ერთ-ერთ ქალაქში არ მივედით, მერე ვკითხე რა საქმეზე ხარ მეთქი აქ...არაფერი კაცო მოვიწყინე და გასეირნება მომინდაო, აქ ერთი ადგილი ვიცი მაგარ ღვეზელს ყიდიანო...მერე ვჭამეთ ღვეზელები, წამოვედით, გზაში ვლაპარაკობდით ათას ღლეობებზე, მერე ჩამოვაღწიეთ და დავიშალეთ..... ასეთი უაზრო "ტრიპები" ხშირად მაქ ხოლმე...
ამას წინათ 150 კილომეტრი გავიარეთ მე და ჩემმა "ბრიაჟკამ" მესტიამდე, მანქანა ორჯერ მოგვისრიალდა, კინაღამ ხრამში გადავეშვით...ოთხ საათიანი მგზავრობის მერე მესტიაში მაქსისმუმ 40 წუთიც არ გავჩერებულვართ, ეგრევე უკან დავადეთ...სახლში რომ მივედი დილით საათნახევარი მეძინა თანამშრიმელმა დამირეკა სად ხარო.. ხელ-პირ დაუბანელი გავვარდი სამსახურში...