kande1995არანაირი დიეტა და საჭმლის შემცირება
ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ქიმიური პროცესები. ჩვენ ვიღებთ საკვებს, ის იშლება მარტივ შემადგენელ ნივთიერებებად, რომლებსაც ორგანიზმი გამოიყენებს თავისი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
ენერგიის ნაწილს ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს მაშინვე, ნაწილს აგროვებს მარაგის სახით. ვერც ერთი უჯრედი ვერ შეიქმნება ენერგიის გამოყენების გარეშე. იმისათვის, რომ ორგანიზმმა გადამუშავოს და აითვისოს საკვები პროდუქტები, ჩვენ ასევე გვჭირდება ენერგია, რომ არაფერი ვთქვათ გონებრივ და ფიზიკურ საქმიანობაზე.
ენერგიის გადამუშავების, ათვისების და გამოყენების მთელ ამ ქიმიურ პროცესებს უწოდებენ მეტაბოლიზმს, ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ – ნივთიერებათა ცვლას.
ნივთიერებათა ცვლა ხასიათდება ორი პროცესით, ანაბოლიზმით და კატაბოლიზმით.
ანაბოლიზმი – ეს არის ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები, რომლის დროსაც მარტივიდან იქმნება მეტად რთული სტრუქტურები ( ახალი უჯრედები, ქსოვილები და ა. შ.)
კატაბოლიზმი – ეს არის სრულიად საპირისპირო უკუპროცესი, ამ დროს რთული სტრუქტურები იშლება მარტივებად ჩვენ ორგანიზმში ენერგიის საწარმოებლად.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ანაბოლიზმის დროს შეიმჩნევა ორგანიზმის აღდგენა და ზრდა, კატაბოლიზმის დროს – დაშლა, წონის დაკლება, უჯრედების და ქსოვილების დაკარგვა. ორგანიზმში ეს ორი პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს ერთდროულად. მაგრამ ერთი პროცესი შეიძლება ჭარბობდეს მეორეს, რაც დამოკიდებულია აქტივობაზე, დასვენებაზე ან რამდენი დრო გავიდა საკვების ბოლო მიღებიდან. მაგ. ვარჯიშის მერე ჭარბობს კატაბოლური პროცესები, ხოლო კვების შემდეგ – ანაბოლური.
სწრაფი ნივთიერებათა ცვლის მქონე ადამიანებისთვის აღდგენა და ცხიმის წვა ადვილია. ისინი გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს, უფრო აქტიურები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე ნელი მეტაბოლიზმის მქონე ადამიანები. ამიტომ მეტაბოლზმის აჩქარება მნიშვნელოვანი თემაა თითოეული ჩვენგანისთვის.
არსებობს ნივთიერებათა ცვლის აჩქარების რამოდენიმე ხერხი:
1. დანაწევრებული კვება მცირე პორციებით.
როდესაც ვჭამთ ხშირად (2-3 სთ-ში ერთხელ), ჩვენს ორგანიზმში შეინიშნება მაღალი თერმოგენული ეფექტი. გადამუშავებული საკვების წვის დროს გამოიყოფა ენერგია. ეს ზრდის სხეულის ტემპერატურას და ჟანგბადის მოხმარებას, შესაბამისად ზრდის ნივთიერებათა ცვლას. ჟანგბადი აუცილებელია ორგანიზმისათვის, რადგან სითბო არ გამოთავისუფლდება მის გარეშე. ასეთი კვების კიდევ ერთი უპირატესობა იმაშია, რომ საჭმლის მცირე პორციებს ორგანიზმი უკეთესად ითვისებს და აწვდის მას ენერგიას და საშენ მასალას. ხოლო როცა თქვენ იკვებებით იშვიათად, ორგანიზმი ენერგიის ეკონომიის მიზნით ნივთიერებათა ცვლას ანელებს.
ფართოდ გავრცელებულია მითი: თითქოს ცოტა კალორიების მოხმარება – გახდომის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ როდესაც ხანგრძლივად გრძელდება (4 კვირის განმავლობაში) დაბალკალორიული დიეტა, ორგანიზმი შიმშილის პირობებში ენერგიის შენახვის მიზნით ანელებს ნივთიერებათა ცვლას, რითაც ფაქტობრივად ცდილობს ჩვენს გადარჩენას.
2. ჯანსაღი საკვები.
ჯანსაღი, მინიმალურად გადამუშავებული საკვების გამოყენება მოითხოვს ორგანიზმისგან დამატებით ენერგიას გადამუშავებაზე და გამოდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარისხიანი ენერგიის წყაროდ.
3. რეგულარული ვარჯიშები.
მრავალი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ნებისმიერი რეგულარული ფიზიკური აქტიურობა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. იდეალურად ითვლება ძალისმიერი (ანაერობული) და კარდიო (აერობული) დატვირთვების შეხამება. ძალისმიერი ვარჯიშების დროს ენერგიის გამოთავისუფლება ხდება ჟანგბადის გამოყენების გარეშე, რა დროსაც ჩვენი ორგანიზმი იცლება ენერგიის მარაგისგან. ამიტომ ხარისხიანი ძალისმიერი ვარჯიშის მერე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება ორგანიზმის მიერ მომატებული ჟანგბადის მოხმარება, და რა თქმა უნდა ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება. აერობული დატვირთვები მნიშვნელოვნად ზრდიან ორგანიზმის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირებისა და გამოყენების შესაძლებლობას. ასევე ყურადღება მივაქციოთ მაღალინტენსიურ ინტერვალურ ტრენინგს, სადაც მონაცვლეობენ ფეთქებადი (აჩქარებები) და დაბალინტენსიური მოქმედებები.
4. წყალი.
არავისთვის სიახლე არ არის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის სიცოცხლისათვის. ჩვენი ორგანიზმი 60-80 %-ით შედგება წყლისგან. წყალი პასუხს აგებს ნუტრიენტების ტრანსპორტირებაზე და ნარჩენების გამოდევნაზე ორგანიზმიდან. მოხმარებული წყლის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ამ პროცესებს.
5. მიიღეთ ცილა.
თანამედროვე ადამიანების რაციონში ძალიან ცოტა ცილაა. გარდა იმისა, რომ ცილა მნიშვნელოვანია ორგანიზმის აღდგენისა და სამშენებლო პროცესებისთვის, ცილების გადამუშავებისთვის ის მოითხოვს მეტ ენერგიას ვიდრე ცხიმებიანი და ნახშირწყლებიანი საკვების გადამუშავებისას. სხვანაირად რომ ვთქვათ მისი თერმოგენული ეფექტი უფრო მაღალია.
6. კუნთოვანი მასის გაზრდა.
რაც მეტი კუნთები გაქვთ, მით მეტი ენერგია ჭირდებათ მათ.
7. მწვანე ჩაი.
ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევების თანახმად მწვანე ჩაის უნარი აქვს დააჩქაროს ნივთიერებათა ცვლა 4%-ით დღე-ღამის განმავლობაში. მწვანე ჩაი ასევე ამცირებს მადას.
8. სრულყოფილი ძილი და ნაკლები სტრესი.
როდესაც ჩვენ ვართ გამოუძინებელი და ვიმყოფებით სტრესის ქვეშ, ჩვენი ნერვული სისტემა ძალიან დასუსტებულია, ჩვენ უფრო მეტად ვკარგავთ თვითკონტროლს და ვარღვევთ კვების რეჟიმს, რასაც მოსდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ეს არის ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების ყველაზე რეალური მეთოდების ჩამონათვალი, რომელიც დამყარებულია მრავალი გამოკვლევის საფუძველზე.
რაც შეეხება რაიმე სასწაულმოქმედ პრეპარატებს, რომლითაც სავსეა ინტერნეტი, ასეთი პანაცეა არ არსებობს. შეუძლებელია მიღებული კალორიების კომპენსაცია მოხდეს მწვანე ჩაით, ნივთიერებათა ცვლის აჩქარების იმედით. ყველა ცხიმისმწველი პრეპარატის ინსტრუქციის მოთხოვნაა – სწორი კვება და ვარჯიში, რის გარეშეც არც ერთი ცხიმისმწველი არ მუშაობს.
ეს მეარვარ ბრატ/დატ. გამოგადგება
https://www.youtube.com/watch?v=Eer6Rq_glTY This post has been edited by Avitron on 30 Dec 2018, 14:21