მოკლედ არ მეშველა არაფერი

03.01 დან მოყოლებული დღის მეორე ნახევარში სიცხე მიწევს 37.2-37.5 მდე , მეტი ზემოთ არ მიდის (სხვა სიმპტომი არ მაქ, ოდნავ სინთქვის გახშირება სიცხისას)
მივედი უბნის ექიმთან , უბნის ექიმმა ფილტვებს მოუსმინა არაფერი გაქვსო , დამინიაშნა იმუნიტეტის გამაძლიერებელი .
შედეგი არანაირი
სიცხეებმა რომ არ დამიწია 5 დღის შემდეგ ექიმის დანიშნულებით დავიწყე ანტიბიოტიკი აზიმაკი
არც ამან მომცა შედეგი და 10.01 ში გადავიღე რენდგენი სადაც ასეთი დასკვნა დამიწერეს
PULMO - სისხლძარღვთა სურათი დეფორმიული , ჰილუსები შევსებული და გაფართოებულია , მეტად მარჯვნივ . ამავე მხარეს ჰილუსის მიდამოში ისახება სუსტი ინტენსივობის არაჰომოგენური ჩრდილი . . COR - ნორმა . დასკვნა :მარჯვნივ ლჯ ჰიპერპლაზია
სისხლის ანალიზი ნორმაშია , ერთადერთი ლიმფოციტები 40 ია მაქს ნორმა და 40 ია ზუსტად
დამინიშნებს ნემსები ანტიბიოტიკები , გუშინ ორი საათიდან ვიკეთებ (ორი ნემსი გავიკეთე) მარა დღეს ისევ სიცხე მაქ 37.2
მოკლედ , ხველა არ მაქ სისისტე არ მაქ არაფერი , მხოლოდ სიცხე , ვინმეს ამ სიმტომებით თუ გქონიათ ვირუსი და რამ გიშველათ თუ შეგიძლიათ რომ მომწეროთ .
მადლობა და თქვენი რჩევა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის
This post has been edited by 1imereli1 on 12 Jan 2019, 19:14
მეტროებთან დადექით და ფანდურზე დაუკარით . არის ჩემხელა თემა უკვე მაგაზე . (c) NikoloZoid