ტრანსპორტით მიწევს ხშირად მგზავრობა
ხოდა ვბრაზდები ესეთ რაღაცეებზე, როცა მივრბივარ მარშუტკისკენ, ის უკვე წასვლას აპირებს, ხალხი კიდევ დგას და აზრზე ვერ მოდის, რომ მარშუტკა გააჩერონ. 2-3 მეტრზეა ლაპარაკი. ეს ხალხი მხედავს, მძღოლი ვერ მხედავს, ხო?
წესი ეგეთია, მე ეგრე ვიცი და ძველი დროიდან მახსომს
ხოდა ეს ხალხი ან ჯუნგლებიდანაა გამოსული და ტრანსპორტით სარგებლობა ვერ ისწავლა, ან უხარიათ, რომ ვერ მივასწრებ
2. ჩამოეთრევა მარშუტკიდან ადამიანი
მე ველოდები, რომ ჩამოეთრიოს და მერე მე შევიდე
ეს კიდევ დროზე გარიდების მაგივრად მობრუნდება, მარშუტკის კარს დაკეტავს და წავა
ჯერ ვიფიქრე, ვერ მხედავენ მეთქი და გვერდზე დადგომის მაგივრად ვდგები წინ. მე მგონი აშკარა უნდა იყოს, რომ შენს ჩამოთრევას ველოდები. ეს კიდევ თვალს თვალში გამიყრის, ცხვირწინ მომიჯახუნებს კარს და მიდის
აქ უკვე მივხვდი, რომ ეს საცოდავი ხალხი მიჩვეულია ერთმანეთისთვის რაღაცის წართმევას
ანუ მე თუ შესვლა მინდა, იქ კი არ უნდა ვიდგე, უნდა ვეტენებოდე შიგ იმ დროს, როცა ის ჩამოდის და ხელი შევშალო ჩამოსვლაში
მაშინ მიხვდება, რომ ასვლა მინდა და კარში არ მომაყოლებს
და როცა იმხელა გაჩერებაზე ვდგავარ მაინცდამაინც იქ, სადაც ეს ჩამოდის და მარშუტკის კედელს ვეხუტები, ასვლა კი არ მინდა და ამის ჩამოსვლას კი არ ველოდები, უბრალოდ იქ დგომა მინდა და ჩემსას ვისწორებ
ამიტომ ეს ტრიალდება და ხურავს მარშუტკის კარს, რითაც მაჩვენებს, რომ აი მე წესიერი ადამიანი ვარ და კარს ღიას არ ვუტოვებ მძღოლსო