Lord_Crusaderმე არ მაქვს მაღალი ხელფასი, მაგრამ რაღაც ნაწილი ისეთი სანაცნობო მყავს გარშემო, ამათ თვალში მაღალშემოსავლიანი ვარ...
ხოდა მე გეტყვი რასაც ვაკეთებ ამ ბოლო დროს,
თავიდან მიტყდებოდა ხოლმე უარის თქმა და ათას ვარიანტს განვიხილავდი, აი ახლა უარი რომ ვუთხრა, შეიძლება ეწყინოს და ა.შ. მოკლედ უარის თქმა არ შემეძლო და მიტყდებოდა... შემდეგ დავინახე რომ ეგეთი ხალხი არც მაგ დახმარებას არ გიფასებს, ოდნავაც არ არიან მადლობლები, 100ჯერ რომ ხელი გაუმართო და ერთხელ ვერ შეძლო დახმარება, იმ ერთს დაიმახსოვრებენ და ზურგს უკან მაინც პროჭად მოგიხსენიებენ, ხოდა ასეც ცუდად გახსენებენ და ისეც, რაც არ უნდა იყოს, ზურგს უკან მაინც ცუდს ილაპარაკებენ შენზე... ასე რომ, მაგ თემაზე არ იღელვო და მაქსიმალურად დაიკიდე... რაც შეეხება უარის თქმის ფორმას, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი შეგიძლია უთხრა:
1. მოწერილზე სრული იგნორი / იგნორის შემდეგ თუ მაგრად გაგიტრაკა საქმე და მეორედ, მესამედ და მეოთხედ მოგწერა, მაშინ მისწერე რომ მესიჯი არ მიგსვლია ან ძალიან გადარბენებზე იყავი და გამოგრჩა, მაგაზე ვერავინ ვერ გაგიტრაკებს, შენი პირადი საქმეები ყოველთვის უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ვიღაცისთვის ფულის სესხება;
2. თუ თვის მეორე ნახევარია, თქვი რომ ხელფასი თითქმის სულ დაგეხარჯა და კაპიკებში გაქვს გამოთვლილი ბოლო დღეები შემდეგ ხელფასამდე - თუ მანდაც ნაგლად მოგაწვა და რაც დაგრჩა ეგ მასესხეო გითხრა, იმედია თავს ამ დონემდე არ დაიჩაგრავ და უპასუხებ რომ მისი ასეთი დამოკიდებულება სინაგლეა და გააჯმევინებ;
3. პასუხობ რომ შენთვითონვე ხარ ამ ბოლო პერიოდში ფულში გაჭედილი - მაგალითად ახლა შეგიძლია ისარგებლო ახალი წლის პერიოდით და უთხრა რომ რამდენიმე ადგილას მოგიწია სეკრეტ სანტას თამაში და ძვირიანი საჩუქრების ყიდვა რის გამოც ფული აღარ დაგრჩა - თუ უფრო დიდი ხნით გინდა მოიშორო, შეგიძლია უთხრა რომ პირადი პრობლემების გამო რაღაც დიდი ფული დაგჭირდა და არათუ ხელფასი გყოფნის, არამედ ბანკიდან სესხიც კი გამოიტანე და ცოტა ვალებშიც გადავარდი, პირადი პრობლემა კიდევ პირადი პრობლემაა და იმედი მაქვს ასე დეტალურადაც არავინ არ ჩაგეძიება - ჩემი მაგალითი რომ გითხრა, რამდენიმე ადამიანს ეგრე ვუპასუხე, თან ისეთებს, რომლებიც ზუსტად ეგრე არიან, 99% უკან არ დამიბრუნებდნენ ფული რომ მესესხებინა მათთვის - ხოდა ვუპასუხე რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს(მართლა მაქვს, ანუ იმის თქმა მინდა რომ ცხოვრებაში რაიმე თუნდაც მინიმალური პრობლემა თუ გაქვს, გააზვიადე და გადააქციე მის თვალში ძალიან დიდ პრობლემად) - ხოდა მოკლედ რას ვამბობდი, ვუპასუხე რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და მთელი თანხა ექიმებში და კლინიკებში სიარულს შევათხლიშე - ხოდა ორი ადამიანისგან საერთოდ აქეთ მომივიდა შეთავაზება, თუ რამე დაგჭირდა, არ მოგერიდოს, მითხარი, რამეს გიშოვიო

მოკლედ ეგ პირადად შენზეა დამოკიდებული, რანაირი ტიპი ხარ, როგორ ცხოვრობ, როგორ გიცნობს საზოგადოება, რა პრობლემებით, რა პლიუსებით და მინუსებით ყავხარ მიღებული, ხოდა ამაზე ააგე ეს შენი ტყუილი - ხოდა სინდისმა არ შეგაწუხოს, იმიტომ რომ ვინც ფულს გთხოვს, ისიც უსინდისო ნაბიჭვარია, გთხოვს სესხებას და თან წინასწარ აქვს გადაწყვეტილი რომ არ დაგიბრუნოს, ხოდა მასეთ ახვართან სინდისმა რატომ უნდა შეგაწუხოს?

თუ გგონია რომ ამით რაიმე პრობლემას შეუქმნი შენ თავს, იმ მხრივ რომ წავა ეს ტიპი და სხვებთან დისკრედიტაციას გაგიწევს, მაგაზეც გითხარი უკვე - ეგეთი ტიპები ისედაც დისკრედიტაციას გიწევენ და ჭორაობენ შენ ზურგს უკან, ასე რომ, არაფერი არ შეიცვლება ამ შენი უარით...
მაგარი გოიმი ვიყავი თავის დროზე, ხოდა რავიცი, ყველანაირად მიყენებდნენ, დაჟე ფული როცა აღარ მქონდა, სხვისგან ვსესხულობდი რომ სხვისთვის მესესხებინა
ის ადამიანები კიდევ ვისაც ასე დავეხმარე, დღესაც მომდის სანდო წყაროებიდან ინფორმაცია რომ ზურგსუკან ჩემზე სულ ჭორაობენ და ამბობენ რომ მაგარი პროჭი ვარ, დამპალი ტიპი ვარ და ა.შ. არადა ტიპებს ისეთ სიტუაციაში დავხმარებივარ, ყველას რომ მიგდებული ჰყავდათ... უბრალოდ საქმე იმაშია რომ არასდროს არავისთვის არაფერი დამიმადლებია და არ გამიხსენებია რომ მე შენ ასე და ასე დაგეხმარე, ხოდა სიკეთე ყველას ავიწყდება, როცა ხელს გაუმართავ ადამიანს, თვლის რომ შენ ვალდებული იყავი ასე მოქცეულიყავი... ხოდა მოსტყვნიათ დედის ტრაკი სუყველას, როცა სადმე გადამეკვეთებიან ხოლმე, კარგად მიღიმიან პირში, როგორ ხარ ჩემო ძმაოოოო, გულთბილად მომიკითხავენ, ოჯახიანად, მეგობრებიანად და ყველაფრიანად, თითქოს გუშინ არ იყო რომ ზურგს უკან ყველაფერს მიტრიალებდა ეგ დედამითესლილი

ხოდა მოკლედ რისი თქმა მინდა, არ იდარდო იმაზე რომ ვინმე შეიძლება მოიძულო შენი უარის გამო, მაგ ხალხს ისედაც სძულხარ

უარი უთხარი და გააჯმევინე, მეთოდები კიდევ ზემოთ მოგწერე,
წარმატებები და იმედი მაქვს აღარ შეგაწუხებენ, ან რომც შეგაწუხონ, არ დათმობ შენ პოზიციას