მე თოვლის პაპის მჯეროდა...
ახლა იტყვით მაგის ყველას სჯეროდაო, მაგრამ მე კაი დიდი ვირი ვიყავი უკვე რო კიდე მჯეროდა, შეგნებულად არ ვიტყვი ასაკს, სირცხვილია.
კიდე მამაჩემი მეგონა ყველაზე მაგარი
მერე მითხრა, მე ხო მაგარი ვარ, მარა შენ ჩემზე მაგარი ხარო და დავეჭვდი და მივხვდი უკვე რო ტყუილებს მეუბნებოდა...
ტელევიზორში სერიალებს რო ახმოვანებდნენ ქართულად, მეგონა პირდაპირ თარგმნიდნენ გაშვების დროს და ვგიჟდებოდი, ენა რა კარგად იციან მეთქი...
მარცხენა და მარჯვენა მეშლებოდა კიდე, ვფიქრობდი, ჩემი თუ მარცხენაა, იმისი მარჯვენა როგორ არი მეთქი, იმას კი ვერა ვხვდებოდი რო იმის მხრიდან მარჯვენა იყო...
ცხრა მთას იქით რო ბაყბაყდევი ცხოვრობდა ზღაპრებში, მე მეგონა ჩემი სახლიდან რო გორები ჩანს ის იყო ეგ ცხრა მთა...
სურათის გადაღების დროს მეგონა მართლა გამოფრინდებოდა ჩიტი და სულ ვაკვირდებოდი, ერთხელ როგორ ვერ უნდა დავინახო მეთქი...
ფილმებში ცხოველები რო კვდებონდენ, მეგონა რო მართლა კვდებოდნენ და სულ ვტიროდი ხოლმე...
This post has been edited by ოჩოპინტრე on 18 Jan 2019, 02:48