მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
მასწავლებლობა ეს არ არის მხოლოდ მოვალეობა ადგე მისცე გაკვეთილი და დააზეპირებინო ესა თუ ის სხვადასხვა სახის ნაწარმოები.შენ მისი მეორე დედა და ოჯახის წევრი ხარ.
პატარა ასაკში როდესაც ბავშვი პირველი ნაბიჯების ათვისებას ცდილობს დედ-მამა გარკვეული სახის დახმარებას უწევს,ასევეა საგანმანათლებლო სტრუქტურების შემთხვევაში ოჯახთან ერთად სკოლას და მასწავლებელს უდიდესი როლი ენიჭება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალეიბაში.
საოცარი შეგრძნებაა,როდესაც ამდენ განხვავებულ ინდივიდთან გიწევს ყრთიერთობა ყველა ერთმანეთისგან რაღაცით გამორჩეულია,აქვთ მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები ამ ყველაფრის გადარჩევა დახარისხება და ბავშვებისათვის სწორი მიმართულების მიცემა უნდა შეეძლოს პედაგოგს და არა ის ,რომ მათი ამგვარი განსხვავებულობა ცუდი კუთხით წარმოაჩინონ, დააკნინონ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან არსებობენ ისეთი პედაგოგებიც ვინცმატ ამგვარ გასხვავებულობას აკნინებენ საკუთარი თანატოლების გვერდით,რამაც შეიძლება მეგობრების მხრიდან მათი თანატოლი დაცინვის ობიექტი გახდეს და ეს დიდ გავლენას მოახდენს ინდივიდის ფსიქო-ემოციურ განწყობილებაზე,რასაც სამწუხაროდ საქართველოში ალმაცერად და ირონიულად უყურებენ და ამ კუთხით ბევრი სამუშაო არის.
მასწავლებლები არ უნდა ახდენდნენ ასევე მოსწავლეების სხვადასხვა სახის კლასტერებად ჩამოყალიბებას და გარკვეული ნიშანთვისებების მიხედვით ერთმანეთის დაყოფას,რაც საზიანოა,პირიქით ის მოტივირებული უნდა იყოს,რომ რაც შეიძლება მეტი სიყვარული და სითბო დათესოს თანატოლებში ერთმანეთის მიმართ და ისე იყვნენ ,როგორც რამდენიმე ადამიანის სხეული ერთ სულში.
ბევრი,რომ არ გავაგრძელო და კიდევ რათქმაუნა ბევრი რამის დაწერა შეიძლება,მოკლედ ჩამოვწერ თუ რა არის ჩემთვისი კარგი მასწავლებლისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
1.სამართლიანი(მიუკერძოებელი განურჩევლად ფერის,კანის რასისა და სხვადასხვა შეხედულებების მიმართ)
2.დისციპლინირებული
3.ყურადღებიანი
4.მეგობრული(ყველას მიმართ)
5ფსიქოლოგი(შეეძლოს გარკვეულ მძიმე სიტუაციებში,როდესაც დაინახავს არის მისი მოსწავლე მხარში ამოუდგეს ესაუბროს გაარკვიოს მისი პრობლემები და მისცეს გარკვეული სახის რჩევა დარიგება რაც სწორ გეზს მისცემს და არავითარ შემთხვევაში ქილიკი,თანტოლების თვალში დაცინვის ობიექტუ,რომ გახდეს.ძალიან ხშირად ყოფილა ასეთი სახის პრეცედენტები ჩემი სკოლის მოღვაწეობის პერიოდში ბავშვების მიმართ)
6.მოტივატორი
7.კრეატიული
ეს ის კრიტერიუმებია რაშიც ჩემთვის პირადად უნდა ჯდებოდეს კარგი მასწავლებელი,თუ რამე სხვა თვისებებსაც ფიქრობთ თქვენც დაამატეთ.
ყველაზე მაგარი პროფესია,რაც შეიძლება იყოს, ძალიან დიდ შრომას ,თავდადებს მოითხოვს და ვინც გადაწყვეტს ამ გზას მიუძღვნას თავისი ცხოვრება საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულით წარმატებებს ვუსურვებ.
This post has been edited by მეტამორფოზა on 21 Sep 2020, 15:02