ვინ ხარ?
* * *
მე არაფერი ეგ არ ვარ, საკმარისია ადამიანი უბრალოდ საკუთარი თავი იყოს, საკუთარ თავზე მეტად ყოფნას თუ მოინდომებ, ქაჯად და საყვარლად ყოფნას, შენ თავს დაკარგავ და ხროვაში შეხვალ, ქაჯი და საყვარელი ბევრია, საკუთარი თავი კი ერთი
საკუთარ თავზე მეტად ყოფნა ბევრი შეყვარებულის ყოლას გავს, უხარისხო საქმე გამოვა. როცა უბრალოდ ერთი ხარ და საკუთარი თავი, ნაკლები საზრუნავიც გაქვს და ბედნიერიც ხარ, არ გაქვს სურვილი ილუზიებზე ხტუნავისა, იმიტომ რომ ერთ ცალად დაიბადა ყველა და ერთ ცალად, საკუთარ თავად მოკვდება. მაგაზე მეტი არ იქნება სიტყვებით რა ილუზიის შექმნასაც არ უნდა ეცადოს. ბოლოს ის ერთიც აღარ ხარ, მიწას უერთდები და მიწაც აღარ ხარ.
ვინც არ იცის ვინ არის, ანუ საკუთარი თავი რომ არის, საპოვნელი აქვს საკუთარი თავი და რადგან არ იცის ვინ არის მაგრამ იცის რომ არის შეიძლება ან მკვლელი ან ბოზი ვარო იფიქროს თუ მაგას აკეთებს. როცა ვინმე სხვას იმად აღიქვავს ვინც არ არის, ანუ იმ სხვის საკუთარი თავის გარდა რამედ, განა ხედავს მას ვინც არის, არამედ იმას რაც გააკეთა. და თუ ადამიანი ისაა რასაც აკეთებს, გამოდის კუ თუ ხეზე ავა, ის განა ისევ კუა, არამედ ხეზე ასვლაა კუ? გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი, შენ მუდამ შენი თავი იქნები და არა ხეზე ასვლა, პროცესები ცეკვის ნაწილია, ყველა ცეკვავს მწოლიარეც კი, ის უბრალოდ ნელ ტემპში უფრო. ზოგან უფრო ხმამაღლა უკრავს მუსიკა და უფრო მეტი რეაქციაა მასზე, ზოგან ნაკლებად.
"ცეკვაც" ილუზიაში ჩავარდნაა, ხიბლში, საკუთარ თავს გაკარგვინებს, ცეკვა არავინ და არაფერი არაა რეალური ისეთივე როგორი რეალურიც არის ის ვინც არსებობს, ცეკვა თამაშის ნაწილია და თამაშობენ ადამიანები რადგან ბავშვები არიან, თამაშის გარეშე გიჟდებიან. ხან პოლიტიკოსია, ხან მამა. როცა არც მამა და პოლიტიკოსი აღარაა და მიწაა, მაშინ ვინღა არის? ის არის ვინც ადრე იყო? არა. ახლა ვინ არის ის, როცა მიწაც აღარაა რადგან მიწაა მხოლოდ თვითონ მიწა? ის ისევ არის სადღაც, მაგრამ არავინ ის არაა ვინც გონია რომ არის და დაიტანჯება თუ არ იცის რომ აღარ არის ის ვინც იყო. ის რაც მუდამ შენთან რჩება და ყოველთვის დარჩება სადაც იარსებებ არის საკუთარი თავი, სანამ მასაც არ დაკარგავ.
საკუთარი თავით კმაყოფილი ვერ დარჩები სანამ ილუზიის ნაწილად ლამობ ქცევას და ან შვილს ან დედას უწოდებ საკუთარ თავს ან მილიარდერს, მუდამ იმის წვალებაში იქნები რომ თუ ხარ შვილი კარგი შვილი იყო. არ ხარ შვილი შენ და რაც არ ხარ იმად ყოფნას რომ ცდილობ იმიტომ დაიტანჯები. არადა ჭეშმარიტება ყველაზე მარტივია უბრალოდ საკუთარ თავად ყოფნაა ჭეშმარიტება. საკუთარ თავად ყოფნაა ტყუილის არ თქმა. ხოლო თუ არაფერი ის არ ხარ რისი თქმაც სიტყვით შეიძლება, ვინ ხარ? იცი რომ უბრალოდ ხარ, არსებობ. სხვა არაფერი ხარ. შენ ხარ თვით არსებობა. მაგრამ თუ არც ილუზიებში გინდა გადაეშვა და საკუთარი თავიც ხვდები რომ ნეტარების წყარო არაა, ეგ უბრალოდ რეალობა არის, ნეტარების წყაროს უნდა დაუკავშირდე, რომელიც არ მოაქვს არაფერ ამქვეყნიურს სამარადჟამო, რადგან ეს ქვეღანა აღარ იქნება. და დარჩები მხოლოდ შენ საკუთარ თავთან და მოიწყენ, ეს ქვეყანა რომ გადავა ილუზიებიც გადავლენ და მაგითაც ვეღარ გაერთობი ამ სატანისებური გასართობით. გამოსავალია ნეტარების წყაროსთან ღმერთთან მისვლა და მასთან სუფევა სასუფეველში.
საკუთარი თავისგან არასდროს არაფერი არ გამოვა საკუთარ თავზე მეტი, მაგრამ მეტის მოთხოვნილება არის. ეს მეტი არის ღმერთი.