6
კაი, მაშინ მომიყევი, რას აკეთებ მანდ და რატომ, გარდა იმისა, რომ განძის გადარჩენას ცდილობ და გემრიელ საუზმეს მიირთმევ? ))
ყოჩაღ შენ არაფრის რომ არ გეშინია)) მე ჩემს თავზე ვერ ვიტყოდი იგივეს, საკმაოდ მშიშარა ვარ))
რაღაცა მაგდაგვარი მეც მაქვს წაკითხული, დიდი უდაბნო იყო იქ.
ისე, ის მკაცრი გოგო ლამაზი იყო?
მე ვერ გამოვიძინე კარგად, გუშინდელი დაღლა გამომყვა.
რამდენის ხარ?
* * *
6
ქათამი და ყვავილოვანი კომბოსტო ერთად არასოდეს გამისინჯავს. წესით კარგი უნდა იყოს. დავაგემოვნებდი, მაგრამ მგონი უკვე გათავდა )))))))
მაგას პეპლებიც არ ეყვარებოდა
ეგ გოგოები მკაცრები იმიტომ არიან, რომ მზრუნველები არიან სინამდვილეში და ამას ოსტატურად მალავენ, არა?))
ისე მე ძალიან მზრუნველი და სასიამოვნო გოგოებიც შემხვედრია, ბოლოს რომ არ მინდოდა იქიდან წამოსვლა.))
მოკლედ, მეტად სასიამოვნო საღამო გაგიტარებია)))
მეც გავატარე ერთხელ რაღაც მაგდაგვარი, რომელ საათზე ჩამეძინა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ყოველ 20 წუთში შემოდიოდა და დაიძინეო მეუბნებოდა )) არადა საერთოდ არ იყო გოგო))
ზღვის ძალიან მეშინია, სულ მგონია, რომ ცოცხალი არსებაა და თუ გაბრაზდა გადმოვა ნაპირებიდან და ჩამყლაპავს.
შაბათი დღე კია, მაგრამ მე რატომღაც მუშაობა მივისაჯე
* * *
6
აჰა, საქმე-საქმეზე რომ მიდგება არასოდეს არაა ჩემთვის საჭმელი ))
მაგ შენიღბულ მზრუნველობაზე ვიხუმრე, მაგრამ სად იყავი ისეთ ადგილას, ამდენი ბზარი რომ იყო? ))
კი, მომწონს ძალიან, ზოგჯერ ნერვებსაც მიშლის, მაგრამ მაინც. შენ?))
შიშებზეც ცოტა ვიხუმრე. მაგ მიმართულებით არც მიფიქრია მაინცდამაინც. თუმცა ზღვის მართლა მეშინია. უნდა დავძლიო?)) ასე უფრო იდუმალად მეჩვენება
რატომ არ გინდა, რომ თავი გაამხილო?))
* * *
6
ლეღვის მურაბა მეც მაქვს ))
ჰო, მასე მირჩევნია.