ან მე ვერ გავიგე, ან შენც მიღალატე...
დამტოვ მარტოდმარტო იმ ორ ვეშაპთან...
აბა, აწი რა ვქნათ? დაგჭრათ თუ ჭუკივით
წაგაწიალოთ მსუნაგ ტურასთან?

ტურასთვის როგორ მიმეტებ, ოდნავაც არ გებრალები
ღალატში ბრალს მდებ უწყალოდ, მიზეზსაც არ მეკითხები
ვეშაპებისთვის როგორ გაგწირავ, ბაჯაღლოსავით ბიჭი ხარ
ლექსებს წერ, იუმორი გაქვს, ხელში მაუსი გიჭირავს.
***
მოდიოდა კიწიწინა, მიუსაფარი,
პაწაწუნა ცუგომ სთხოვა თავშესაფარი,
ლენკამ, წავალ ფორუმს ვკითხავ, იქნებ გვიშველოს...
ბედად, ლოლკამ -მობრძნდითო, ღმერთმა უშველოს!
მე და ცუგო სახლში ვართ უკვე,
ახალ კარტოფილს ტაფაზე ვურევთ.
არ გვავიწყდება მარილი
არც კამა წვრილად დაჭრილი.
***
კაი ხასიათზე ყოფილხარ...
უსრულებ უსათაუროს

მაგრამ ჩემთან აღარ ძმაკაცობ...
ვსო, გაგებუტე

-
ბუტე, ბუტე, გაგებუტე, აღარ გეთამაშები...
გოგოსავით ნუ იქცევი, დაალაგე "რამსები".