Katutuახლა სრულიად შემთხვევით, ღალატის თემაზე წავაწყდი ამ პოზიციას და მიზანში აჯენს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
10:03-დან ნახევარი წუთი:
ქართულად რომ ვთარგმნო, დანტემ ჯოჯოხეთის ყველაზე დაბალ საფეხურზე მოღალატეები გაიყვანა და მეც ვეთანხმებიო.... მერე,
"თუ მენდობი, ე. ი. იმ გამბედაობას ამჟღავნებ, რომელიც ცხოვრებისთვისაა საჭირო. ცხადია როცა ჭკვიანურად მენდობი და არა გულუბრყვილოდ. იცი, რომ მეც ნაკლოვანებებით ვარ სავსე და შენც, მაგრამ ალბათ მაინც შეგვიძლია ერთად მოქმედება და კოოპერაცია. ამ დროს როცა გღალატობ, ადამიანებისადმი და სიცოცხლისადმი შენს რწმენას ვაცლი საფუძველს. ამით ადამიანს უზარმაზარი ზიანი შეიძლება მიაყენო, ტრავმა, რომლისგანაც ვერ განიკურნება. იქნებ ეს ყველაზე საშინელი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო. დანტემ ესე ჩათვალა..."