ნისლი კარგი კრებულია ძალიან, თვითონ მისთი კი ერთერთი უსაყვარლესი შორთ სთორია (ან ნოველა) კინგის ბიბლიოგრაფიიდან
თან არაფერი სიღრმე არ აქვს, უბრალოდ გემრიელად დაწერილი ტექსტია
ფილმიც გექნება ნანახი

ოღონდ კინგისგან განსხვავებით მანდ უფრო ბედესი ენდინგია
ზოგადად ამ მწერალს არაერთგვაროვანი ენდინგები აქვს
ყოველთვის გახსნილია და ის იმპექტი არ მოაქვს რასაც ელოდები

კი აქვს თავის ხიბლი მაგ ამბავს მაგრამ მე მაგალითად ბევრჯერ გამიცრუა იმედი ;დ ვითომ არ იცის ხოლმე როგორ დაასრულოს და თავის საქმეს შენ გაბარებს
უიმედოთა ქალაქი ალბათ პირველი 'დიდი' ნაწარმოები იყო ჩემთვის კინგს რომ ჩავუჯექი
იქამდე მხოლოდ შორთ სთორიები მქონდა წაკითხული და მეც უცებვე გამიტაცა
აი ხო უამრავი ფილერი მომენტებია მანდ, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობა რა, შესანიშნავად ატლიკინებს ენას
ამაზე ვამბობდი პირველ პოსტებში - იცის სიტყვების ჭრა და კერვა თქო

ლოტრი არის სიყვარული
სილმარილიონი არდის მემატიანედ გამოიყენე უფრო, ისტორიულ ტექსტად უფრო აღიქმება
რამე კონკრეტული მომენტი თუ გაინტერესებს ლოტრის ისტორიიდან შეგიძლია გადახედო
სახელმძღვანელოა რა :დ
აი ჰობიტია ულამაზესი ზღაპარი
შვილები რომ მეყოლება ჰობიტს წავუკითხავ ხოლმე ძილის წინ
ლოტრი კი ეპიკური ედვენჩერი რომლის სტრუქტურას დღესაც ბაზისად იყენებს მგონი უმეტესობა
ჰურინის შვილებს ნამდვილად კარგი ილუსტრაციები აქვს

ნარატივის ჭრილში სილმარილიონის და ბეჭდების ნაზავს გავს
მკაფიოდ გაზდევს ბანერი რომ არაა დასრულებული და რომანის ფორმა არ ჰქონია თავიდანვე
ეტყობა რომ მიმოფანტული დოკუმენტებისგან შეწებებული ნაწარმოებია, ეტყობა რომ შვილმა დაამთავრა
კარგი ისტორიაა ჰურინის შვილები
მე მომწონს

მეც ფილმებით ვიცნობდი ღრმა ბავშვობიდან ბეჭდებს და ძალიან მიყვარდა. უნიკალური რამეა და მსგავსი წიგნის ადაპტაცია ფილმებში ალბათ არც არსებობს
სერიალი ახსენე ლოტრის და გირჩევდი თავიდანვე ლოუ ექსფექთეიშენით დახვდე

არ ვადევნებ თვალყურს მაგ პროექტს და იმედი მაქვს ჯექსონის ტრილოგიის გადამღერება არ აქვთ განძრახული, იმიტომ რომ ნებისმიერი მსგავსი მცდელობა კრახისთვისაა განწირული
საინტერესო სანახავი იქნება თუ სხვა ეპოქებს მოიცავს სერიალი და არ დაიწყებენ ბეჭდის ისტორიის მოყოლას თავიდან
ვიჩერსაც მიფუჭებენ მგონი

გული არ მიმიწევს რომ ინფოებს ვადევნო თვალყური
იმენა არ მინდა ვიცოდე რას აკეთებენ

ჰორორს რომ დავუბრუნდე - ცადე რა ლავკრაფტი
კინგმა თუ შეგაშინა ლავკრაფტის მიდგომა ძვლებს გაგიყინავს წესით
შედოუ ოვერ ინსმუთი ხო დაგილინკე, კიდე რამდენიმე ფავორიტ სთორის მოგიძებნი და შეყევი ნელნელა
აჰა შენ ტოლკინი
და აჰა შენ კინგი