იუმორიც კარგია, ცეკვა თამაშიც კარგია, მაგრამ საქმესაც უნდა მივხედოთ მეგობრებოო და ემზარიჩს გახედა,
რომელიც მისი მოადგილე გახლდათ და არცთუ ისე საბრძოლო განწყობაზე გამოიყურებოდა.ცოლის მხარზე ჩამოედო ნიკაპი და თითქოს კოცნას ცდილობსო, სინამდვილეში კი თვალებგახელილს ეძინა და სკვერში ბავშვებისგან მიტოვებულ საქანელასავით მძიმედ ირწეოდა.
ემზარიჩის ცოლი უხერხულად შეიშმუშნა ბოდიშის თვალით გახედა თამადას და მუჯლუგუნით ცადა ქმრის აზრზე მოყვანა,
თუმცა აქ ნამდვილად შეცდა,
მძინარე ქმარს ცოლის სითამამე ეცნო და ავტომატურად ძუძუებისკენ გააპარა ხელი.
თამადამ მოადგილის მდგომარეობით შეწუხებულმა დანანებით გააქნია თავი, თუმცა ბრაზს ვერ მოერია და იქვე მოკუნტრუშე ლოყებღაჟღაჟა ბავშვ დაუცაცხანა,
ვისია ეს ბალღი მომაშორეთ კაცო კიტრი აღარ დამიტოვა სუფრაზე,
მიხვდა რა უხეშად მოუვიდა ყურადღების გადატანა მიკროფონზე ცადა,
რას რას რას, ფუ ფუ, ამ ჭიქით მეგობრებო..................
განაგრძეთ
This post has been edited by kaxakale on 1 Mar 2019, 17:07