ripstaზდ, რაღაცაზე მინდა დაგებაზრო, შენ ჩემი ნაცნობებიდან "ნინიში" ყველაზე ჩახედული ადამიანი ხარ და ნინის თემაში მარტო მე და შენ ვპოსტავთ, ასე რომ ჯობია სადაც შენ იქნები იქ დაგებაზრო.
https://consequenceofsound.net/2019/03/the-...ownward-spiral/The Downward Spiral-ს Silent Hill-თან ძაფებით რომ აკავშირებ აი Fight Club-საც აკავშირებენ, რამდენიმე მომენტს გამოვყოფ.
ბრედ პიტი არის ედვარდ ნორტონის ალტერეგო/MR. Self Destruct
მარლა არის რეპტილია,
Oh my "beautiful" "liar"
Oh my "precious" "whore"
თავიდან liar-ს და whore-ს რომ ეძახის, მერე გონს როცა მოეგება მარლა მისთვის beautiful და precious გახდება, მარლას სიუჟეტში ის მომწონს აბსოლუტურად მოულოდნელი მელოდრამატული შემოტრიალებაა, ფილმს როცა უყურებ საერთოდ ვერ წარმოიდგენ რომ მაგ ფილმში შეიძლება სიყვარულის ნატამალი აღმოჩნდეს.
და ბოლოს Hurt, როგორც ფილმში სიმღერაშიც და ალბომზეც გაურკვეველია არის თუ არა ეს სიმღერა სუიციდზე? ამთავრებს პროტაგონისტი სიცოცხლეს სუიციდით თუ არა?
საერთოდ Chuck Palahniuk-მა აღიარა რომ Fight club-ის დაწერის დროს მთელი დღე და ღამე სპირალს უსმენდა. საილენთ ჰილის კომპოზიტორმაც აღიარა რომ ტრენტ რეზნორი მისი main inspiration-ია. დასკვნა? თუ გინდა გენიალური ნაწარმოები შექმნა მთელი დღე The Downward Spiral-ს უნდა უსმენდე.
საერთოდ The Downward Spiral იმდენად ძლიერი და უნივერსალური კონცეპტუალური ალბომია რომ ბევრ რამეს შეიძლება მოერგოს, ჩემი ცხოვრებაც ფაქტიურად The Downward Spiral-ია, ნებისმიერი ადამიანი განიცდის გარკვეულწილად დეგრადაციას, "სიკვდილამდე"