Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
საერთო ფორუმი
->
უსათაურო
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(9)
« პირველი
...
7
8
[9]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ყვერებიანი ქალები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Luka251
Crazy Member
ჯგუფი: Members
Luka251
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3636
წევრი No.: 215525
რეგისტრ.: 10-March 16
#56250623
· 4 May 2020, 22:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
_________________________________________________________________________
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#56251797
· 5 May 2020, 02:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mero93
ანუ შენ აკეთებ დაშვებას, რომ სოციალური ქცევა ბიოლოგიურად დეტერმინირებულია?
ჰმ,
ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, რომ რეალობა სოციალურად კონსტრუირებულია.
სწორედ ამ პოზიციით იყო ნაკარნახები ჩემი წინა რიტორიკული შეკითხვები,
QUOTE
ხოდა ამ ყველაფერს ერთ დღეს რომ გაიღვიძე, ვერ ამოშლი. შეგიძლია გააკეთო ის საქმე, რაც ტიპიურად მამაკაცისაა, შეიძლება ამ საქმეში კარგიც იყო, მაგრამ არც სურვილი არა აქვთ ქალების უმრავლესობას კაცების საქმე გააკეთონ და არც შნო.
ჩემთვის რეალობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ჩვენი იდენტობის, რომელიმე ჩარჩოში მოქცევის მცდელობა.
შემიძლია ერთ დღეს მეთლახი დავაგო,
მეორე დღეს ჭაღი გამოვცვალო, ჭერი შევათეთრო,მერე ნარ-ნარა კაბაში გამოწყობილი საშოპინგოდ გავეშურო,
თან ამავდროულად ასტროფიზიკის თეორიაზე ვფიქრობდე, მერე სახლში მოვიდე მეტრო ექსოდუში მუტანტები დავხოცო, ძილის წინ კი რომელიღაც ფილმის ან წიგნის მელოდრამატული მომენტის გამო ვიტირო.
ეს იდენტობაა, გენეტალიების როლი overrated-აა. ,,ტიპური კაცური" ქცევა კი სოციალურად კონსტრუირებული რეალობის შედეგია, მაგრამ არც არავინ ავალდებულებს დამოუკიდებლად მოაზროვნე ინდივიდს, რომ ამ ჩარჩოში მოაქციოს თავისი მეობა.
P.S. უძილობას რა ვუთხარი. ღამის 3 საათზე, ამ თემაში, სერიოზულად რომ პოსტავ :user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1529
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18
#56253749
· 5 May 2020, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
ჰოდა, როგორ ან რატომ განვსაზღვრავთ რომ რაღაც საქმე კაცურია ან ქალური?
ან რატომ უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა იმას, რომ ვიღაცის მიერ განსაზღვრულ ,,კაცურ და ქალურ საქმეების" ჩარჩოში არ ვჯდებით? :)
არის რაღაც საქმეები რასაც ისტორიულად ან კაცები, ან ქალები აკეთებდნენ.
"სტროიკაზე" მეტი ფიზიკური ძალაა საჭირო, ამიტომ კაცები მეტია.
სხვა საქმეში რატომაა კაცები ან ქალები მეტი?
ერთი ვარიანტია, რომ ბუნებრივი, თანდაყოლილი შესაბამისობის გამო,
ან მეორე ვარიანტია, სოციალურად კონსტრუირების გამო.
როგორ მოხდა რომ ერთმანეთისგან მოწყვეტილ საზოგადოებებში, ყველგან ერთნაირი სოციალური კონსტრუქციები გაჩნდა? ე. ი. ბუნებრივი დრაივები სხვადასხვანაირია, ხო? ცხოველებშიც რატომაა გადანაწილებული როლები, ე. ი. განსხვავება არსებობს.
განსხვავების არსებობა არის ის, რაც ნამდვილად არის.
შეკითხვა მხოლოდ იმას ეხება, რა დოზითაა ეს განსხვავებები. ხალხი ნახევარი საათით სუნთქვის შეკავებას სწავლობს და ყინულოვან მწვერვალებს იპყრობს. საპირისპირო საქმის გაკეთებას და მეტლახის დაგებას რაღა უნდა?
მთავარია ვის აქვს ეკონომიკური ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეფარდებითი უპირატესობა (ან მიზიდულობა) ამა თუ იმ საქმეში.
ისტორიამ უკვე მოგვცა მაგალითი. დანარჩენი და უცხოპლანეტელის იდენტობების მორგებები არის მხოლოდ ექსპერიმენტები. საპირისპირო როლში ჩაჯდომას კი მოახერხებენ ფემინისტები, მაგრამ ეს არ იქნება წესი, არამედ გამონაკლისი. მასიურად სქესების ინტერესები არ შეიცვლება. იმიტომ რომ თუ შეცვლაა, ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთი ამაზონების მაგალითი არ უნდა არსებობდეს, ისიც გამოგონილი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#56260324
· 6 May 2020, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Redemption*
განსხვავება არსებობს, თან არამარტო სქესს შორის,
არამედ ასაკის, თაობის, რასის, კანის ფერის, ინტელექტუალური შესაძლებლობების, ფიზიკური მონაცემების და ა.შ.
მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება?
ჩემი მეზობელი ლეილა დეიდა იგივენაირად მდედრობითი სქესისაა, როგორც მე,
მაგრამ სქესის და კორპუსის გარდა სხვა რა გვაქვს საერთო?
წესები, ნორმები, ,,სამყარო ასეა მოწყობილი", ,,მასიურად სქესების ინტერესები" არის დიდი ბულშითი, მაგრამ უფრო მარტივია ამ ყველაფერზე დათანხმება, რადგან ბავშვობიდანვე გჩრჩიან, სოციალიზაციის გზით, რომ ეს არის ერთადერთი ნორმალური ქცევა,
ვიდრე დამოუკიდებლად აზორვნება და ცხოვრების იმ მოდელის შექმნა, რომელიც შენი პიროვნებისთვის იქნება ღირებული თუ საინტერესო.
თან სტროიკაზე მუშაობა რამდენად ღირებულია, როცა თეთრი საყელო ხარ? რატომ მოგინდება ლურჯსაყელოიანის საქმის გაკეთება?
ან თუნდაც რატომ მომინდება მძიმე რაღაცების თრევაში შევეჯიბრო რომელიმე მამრს, როცა შემიძლია გავიმარტივო ცხოვრება და ისეთი მექანიზმი გამოვიყენო, რომელიც ჩემ ნაცვლად აწევს სიმძიმეს?
თემის სათაურიც ან ,,ბრუტალურ-მასკულინური ქცევის" კოპირება ქალების მიერ, ეგეც დროის უაზროდ ხარჯვაა,
იდეაში ეს თემაც არ მადარდებს, აღარ მახსოვს ზუსტად რა განწყობით შემოვედი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ
საკუთარ თავს რაც უფრო ნაკლებ შეზღუდვებს დავუწესებთ, ,,აი, ასეთი უნდა ვიყო, იმიტომ, რომ ქალი/კაცი ვარ, ეს შემიძლია, ეს კი არ"- ამის გარეშე ცხოვრება უფრო საინტერესო და სახალისოა.
რაღაც ერთობაში რომ ყრიან ყველას ამაზე მეტად მგონი არაფერი მაღიზიანებს: ლიბერალები, ფემინისტები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, ყვერებიანი ქალები და უყვერებო კაცები...
სადაა ინდივიდუალიზმი?
იქნებ ყველა ადამიანში პირველ რიგში ინდივიდი უნდა დავინახოთ და მერე მისი განმასხვავებელი რომელიმე ნიშანი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1529
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18
#56260418
· 7 May 2020, 00:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
განსხვავება არსებობს, თან არამარტო სქესს შორის,
არამედ ასაკის, თაობის, რასის, კანის ფერის, ინტელექტუალური შესაძლებლობების, ფიზიკური მონაცემების და ა.შ.
მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება?
და
QUOTE
განსხვავების არსებობა არის ის, რაც ნამდვილად არის.
შეკითხვა მხოლოდ იმას ეხება, რა დოზითაა ეს განსხვავებები.
ერთი და იგივე შეკითხვებს ვსვამთ.
მაშინ ამიხსენი, მსოფლიოს დაწერილ ისტორიაში რატომ არსად არ შეგვხვედრია ქალებით დაკომპლექტებული ჯარი.
ერთმანეთისგან განცალკევებული კულტურები ხო არსებობდა? ჩინეთი სრულიად სხვა სამყარო იყო, იაპონია, ამერიკის კონტინენტის ცივილიზაციები (მაია, აცტეკი, ინკა, ტომები და სხვა უფრო ძველი კულტურები) მით უმეტეს მთლიანად მოწყვეტილი იყო.
ეს უკვე არის იმხელა განსხვავება, რომ მაგ შეკითხვაზე, თუ "რა ზომისაა განსხვავება" შეგვიძლია ვუპასუხოთ, - დიდი!
QUOTE
ვიდრე დამოუკიდებლად აზორვნება და ცხოვრების იმ მოდელის შექმნა, რომელიც შენი პიროვნებისთვის იქნება ღირებული თუ საინტერესო.
ამაზე ყველა ვთანხმდებით რომ ის უნდა აკეთო, რაც გინდა რომ აკეთო.
კანიბალიზმით უნდა დაკავდე თუ ესე გინდა.
მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ კანიბალიზმით დაკავება ცუდია და მაგ საქციელის გამო შენზე ვინადირებ. ასევე ჩემთვის სოციალურად მიუღებელი იქნები.
QUOTE
იდეაში ეს თემაც არ მადარდებს, აღარ მახსოვს ზუსტად რა განწყობით შემოვედი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ
საკუთარ თავს რაც უფრო ნაკლებ შეზღუდვებს დავუწესებთ, ,,აი, ასეთი უნდა ვიყო, იმიტომ, რომ ქალი/კაცი ვარ, ეს შემიძლია, ეს კი არ"- ამის გარეშე ცხოვრება უფრო საინტერესო და სახალისოა.
არავინ გიწესებს შეზღუდვებს.
შენ რა გინდა, რომ საზოგადოებრივი და სოციალური წნეხი არ არსებობდეს? რომ არ იყოს გაგება "სწორი" და "არასწორი" საქციელის?
რომ საზოგადოება არ აჯილდოებდეს ბეჯითად, პატისნად მშრომელს და მას იგივენაირი სიხარულით ღებულობდეს, როგორც ნარკომანს და ქურდს?
საზოგადოებრივი წნეხი აუცილებლად უნდა არსებობდეს. ესეა უმჯობესი ქვეყნის განვითარებისთვის და საყოველთაო კეთილდღეობისთვის. დიახ, შეიძლება ამის გამო უმცირესობები დაიჩაგრონ, ანუ ეს არაა იდეალური მოდელი, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს ამაზე უკეთესი მოდელი.
უნდა არსებობდეს "სწორის" და "არასწორის" ცნებები, რის მიხედვითაც თაობა აღიზრდება და ორიენტირი ექნება.
QUOTE
რაღაც ერთობაში რომ ყრიან ყველას ამაზე მეტად მგონი არაფერი მაღიზიანებს: ლიბერალები, ფემინისტები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, ყვერებიანი ქალები და უყვერებო კაცები...
სადაა ინდივიდუალიზმი?
შენი წარმოდგენით ყველაზე ინდივიდუალური და განსხვავებული ადამიანი დამისახელე და გეტყვი გამაერთიანებელ ტერმინს, რაც მაგ ადამიანს სხვებთან აერთიანებს.
ყველა ექცევა გარკვეულ კატეგორიაში.
კატეგორიზაცია არის ადამიანური ფიქრის გარდაუვალი მომენტი. ადამიანები ვამარტივებთ მოვლენებს და მათ ვუჩენთ გასაგებ ადგილს.
კი, განმასხვავებელი დეტალები შეიძლება ბევრია და ახლო, ხანგრძლივი ურთიერთობისას უმნიშვნელოვანესია სწორედ ეს დეტალები. მაგრამ ზოგადი საუბრისას და იშვიათად, ერთი-ორჯერ შეხებისას ეს დეტალები არაა მნიშვნელოვანი, არამედ დრო რჩება მხოლოდ ზოგადი კატეგორიზაციისთვის.
QUOTE
იქნებ ყველა ადამიანში პირველ რიგში ინდივიდი უნდა დავინახოთ და მერე მისი განმასხვავებელი რომელიმე ნიშანი?
კი, ესე უნდა მოვიქცეთ და ესეც ვიქცევით კონკრეტულ, ჩვენთვის ახლობელ შემთხვევებში. სხვა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ამისი დრო და შესაბამისად, შესაძლებლობა, არ გვაქვს.
მომწონს შენი სმჯელობა, ძალიან ჰუმანური ხარ. :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#56260603
· 7 May 2020, 00:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Redemption* @ 7 May 2020, 00:02 )
მაშინ ამიხსენი, მსოფლიოს დაწერილ ისტორიაში რატომ არსად არ შეგვხვედრია ქალებით დაკომპლექტებული ჯარი.
უაზრო სისხლისღვრას დიპლომატიური გზით (თუ ინტრიგებით) მოლაპარაკების წარმოება სჯობია და იმიტომ.
ისე ეგეც ,,წნეხის ქვეშ" შედეგია, ანუ როცა იცი, რომ ტიპს ფიზიკური ძალით ვერ აჯობებ, უხეშ ძალასთან პირდაპირ გამკლავების თავი არ გაქვს, ტვინი სხვა გზებს ეძებს,
რამ გამოიწვია ეს ,,სოციალური წნეხი" ისტორიულად-ეს უფრო საინტერესოა, არა?
ალაბათ, ფუნქციებმა, სოციუმში შრომის დანაწილებამ და ფიზიოლოგიამ,
ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, შთამამოვლობის წარმოება ქალებზე იყო დამოკიდებული,
9თვე ნაყოფის ტარება, გაჩენა, მოვლა-აღზრდა- არ არის მარტივი საქმე, ამას ,,სახლში" ყოფნა და საკუთარი შესაძლებლობების კონკრეტული მიმართულებით მიმართვა სჭირდება.
თუმცა, რავი, მე მამონტზეც სიამოვნებით ვინადირებდი, მაგრამ სიკვდილიანობის რისკიც გაიზრდებოდა.
ჰოდა, შთამომავლობის წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე, სოციუმისთვის ვისი სიცოცხლეა უფრო ღირებული? - ქალის(რომელიც მომავალ თაობას ზრდის) თუ კაცის, რომელსაც იდეაში განაყოფიერების მერე სხვა მამრი მარტივად ჩაანაცვლებს?
ანუ ბიოლოგიურად ქალები უფრო ფასეულ რეესურსს ვფლობ(დი)თ, რომელსაც გაფრთხილება სჭირდებოდა. ამიტომ სარისკო საქმეზე, ნადირობაზე და ა.შ. მამრებს ვუშვებდით.
თუმცა შემდეგ მამარებმა დაიწყეს ფიქრი, ამდენს ვშრომობ, მაომნტის ხორცს ვაჭმევ ამ ძუკნას და მატრიარქატი რატომ არისო, სჯობია ჩემს თავზე ავიღო ინიციატივაო, თან ეს ჩემი შვილი ჩემია თუ ზეზვასია, რომელიც იმ დღეს ნადირობაზე არ წამოსულა, ეგეც არ ვიციო,
ჰოდა, მგონი სწორედ ასეთი პრიმიტიული აზრების შედეგად შეიქმნა პირადი საკუთრება,
რუსოს რომ დავუბრუნდეთ, ტიპმა გაავლო ზეზვასა და მას შორის ღობე და თქვა, ეს მიწა ჩემია, ეს ქალი ჩემია, ეს შვილი ჩემია(იმედია), ეს თუ არა შემდეგი შვლი ჩემი მაინც იქნება, რადგან ჩემს ტერიტორიას ისე შემოვღობავ, რომ შემდეგ ჯერზე ზეზვა აღარ შემოძვრეს ჩემს ქვაბულში, თუ ჩემი ცოლის ქვაბულში.
ჰოდა, ასე უტრირებულად შეცვალა პატრიარქატმა მატრიარქატი.
ქალებმა რატომ დავთმეთ ჩვენი წყობა ასე უბრძოლველად, არ ვიცი, ალბათ, მამონტებზე ნადირობა დაგვეზარა, თან ბავშვები გვყავდა აღსაზრდელი. მარტო შემოგროვებლური კულტურითაც შორს ვერ წავიდოდით, ბავშვებს ხორციც უყვარდათ :)
QUOTE
ამაზე ყველა ვთანხმდებით რომ ის უნდა აკეთო, რაც გინდა რომ აკეთო.
კანიბალიზმით უნდა დაკავდე თუ ესე გინდა.
მაგრამ მე მაინც გეტყვი, რომ კანიბალიზმით დაკავება ცუდია და მაგ საქციელის გამო შენზე ვინადირებ. ასევე ჩემთვის სოციალურად მიუღებელი იქნები.
argumentum ad absurdum?
QUOTE
არავინ გიწესებს შეზღუდვებს.
:no: შეზღუდვები იწყება იმ მომენტიდან როცა ვიბადებით და კონკრეტული ქცევის კულტივირებას ცდილობს ჩვენში სოციუმი.
QUOTE
შენ რა გინდა, რომ საზოგადოებრივი და სოციალური წნეხი არ არსებობდეს? რომ არ იყოს გაგება "სწორი" და "არასწორი" საქციელის?
argumentum ad ignorantiam
,,სწორი" და ,,არასწორი" რამდენად ლეგიტიმური ტერმინია, როცა საქმე მაგ. გენდერულ სტერეოტიპებს ეხება?
სოციალური წნეხი ყოველთვის იარსებებს, ისე ადამიანებს არ შეუძლიათ არსებობა, მაგრამ სტერეოტიპებიბს თავზე მოხვევის დონის კლებას მივესალმები.
QUOTE
რომ საზოგადოება არ აჯილდოებდეს ბეჯითად, პატისნად მშრომელს და მას იგივენაირი სიხარულით ღებულობდეს, როგორც ნარკომანს და ქურდს?
ისევ argumentum ad absurdum? Hakuna your tatas, საიდან დავიწყე და ეს როგორი ლირიული გადახვევაა? :D
QUOTE
უნდა არსებობდეს "სწორის" და "არასწორის" ცნებები, რის მიხედვითაც თაობა აღიზრდება და ორიენტირი ექნება.
გენდერის ჭრილში ,,სწორი" და ,,არასწორი" რა არის? როგორია შენი სია?
QUOTE
შენი წარმოდგენით ყველაზე ინდივიდუალური და განსხვავებული ადამიანი დამისახელე და გეტყვი გამაერთიანებელ ტერმინს, რაც მაგ ადამიანს სხვებთან აერთიანებს.
ვერ დაგისახელებ, არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც რამე ერთობაში ვერ გავაერთიანებ, издержки профессии, მაგრამ როცა რამე საკითხზე ან ადამიანების ქცევაზე მიდის მსჯელობა, კონკრეტული ინდივიდის/ქეისის შეფასებიდან ამოვდივარ და არა ზოგადიდან.
QUOTE
სხვა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ამისი დრო და შესაბამისად, შესაძლებლობა, არ გვაქვს.
იქნებ სხვა შემთხვევაში ყველაფრის გენერალიზაციის უნარი/მიდრეკილება გიქვეითებს კონკრეტული ინდივიდის/სიტუაციის აღქმას?
QUOTE
მომწონს შენი სმჯელობა, ძალიან ჰუმანური ხარ. :love:
უფრო, ერთი ანთროპოლოგის არ იყოს, ტყეში განსხვავებული ხეების აღმოჩენას ვცდილობ :user:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Redemption*
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1529
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18
#56260685
· 7 May 2020, 01:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
უაზრო სისხლისღვრას დიპლომატიური გზით (თუ ინტრიგებით) მოლაპარაკების წარმოება სჯობია და იმიტომ.
ეგრეც რომ იყოს, არაა თუნდაც აზროვნების მანერაში დიდი განსხვავება?
QUOTE
ჰოდა, მგონი სწორედ ასეთი პრიმიტიული აზრების შედეგად შეიქმნა პირადი საკუთრება,
:D
მიწათმოქმედებამ მოიტანა პირადი საკუთრების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, მე როგორც ვიცი.
ჩვენ არ ვიცით მატრიარქატი იყო მაშინ თუ პატრიარქატი.
QUOTE
ჰოდა, ასე უტრირებულად შეცვალა პატრიარქატმა მატრიარქატი.
ქალებმა რატომ დავთმეთ ჩვენი წყობა ასე უბრძოლველად, არ ვიცი, ალბათ
პრეისტორიულ ხანაში იყო თუ არა მატრიარქატი, ეს არაა გადაწყვეტილი.
არც ისაა გადაწყვეტილი რომ ბოლო 20-50 საუკუნე პატრიარქატია. ორივე სქესს საკმაო უფლებები და მოვალეობები აკისრია.
ტყუილად აპირისპირებ სქესებს.
QUOTE
argumentum ad absurdum?
თუნდაც ნაკლებად ექსტრემალური მაგალითი აიღე, შეიძლება შედეგად სანადიროდ არ გამოგეკიდო, მაგრამ მიუღებელი მაინც იქნები, ხო?
QUOTE
,,სწორი" და ,,არასწორი" რამდენად ლეგიტიმური ტერმინია, როცა საქმე მაგ. გენდერულ სტერეოტიპებს ეხება?
სოციალური წნეხი ყოველთვის იარსებებს, ისე ადამიანებს არ შეუძლიათ არსებობა, მაგრამ სტერეოტიპებიბს თავზე მოხვევის დონის კლებას მივესალმები.
სტერეოტიპები არსებობს და თან ისტორიულად უამრავ კულტურაში ფესვგადგმული ერთი და იგივე.
უკვე გამოცდილი, რამაც ვიცით რომ იმუშავა და მოგვიყვანა კოსმოსურ ეპოქამდე.
დანარჩენი და სტერეოტიპების გაუქმების ან შეცვლის მცდელობები, არის ექსპერიმენტი, რაც არ ვიცით რას მოგვიტანს.
არის შანსი უკეთესი საზოგადოება მივიღოთ, მაგრამ ასევე არის ამაზე უფრო დიდი შანსი, რომ უარესი საზოგადოება მივიღოთ და ადამიანებმა უფრო უბედურად იგრძნონ თავი.
ესეთ რადიკალურ ცვლილებებს როცა ახორციელებ, მანამდე მინიმუმ მცირე მასშტაბებში მაინც უნდა გქონდეს ექსპერიმენტი ჩატარებული და თეორიული საფუძველი შექმნილი. პლანეტის მასშტაბით არ უნდა ჩაატარო პოტენციურად საშინლად საზიანო ექსპერიმენტი.
მინიმუმ არ უნდა იქადაგო, როგორც უპირობო სიკეთე. როცა დაუდასტურებელია.
QUOTE
ისევ argumentum ad absurdum?
ხაზი გავუსვი იმას, რომ საზოგადოებრივი წნეხი უნდა არსებობდეს.
მეორეა რამდეანდ მოგწონს ამ წნეხის შინაარსი. არ მოგწონს? მაშინ საწინააღმდეგო დაასაბუთე.
არსებულს ზურგს უმაგრებს ათასობით წლის გამოცდილება უამრავ ცივილიზაციაში, რამდენიმე კონტინენტზე.
ყველგან ერთიდაიგივე.
ახლა გინდათ რაღაც ახალი. დაასაბუთეთ, რომ ეს იქნება უკეთესი, ვიდრე არსებული.
QUOTE
გენდერის ჭრილში ,,სწორი" და ,,არასწორი" რა არის? როგორია შენი სია?
ჩემთვის სწორია ის, რაც არის და რაზეც ვგრძნობ, რომ სწორია.
ცვლილება ვისაც უნდა, იმან უნდა დაასაბუთოს რაციონალურ და ემოციურ დონეზე, რომ ეს ცვლილებაა უფრო სწორი, ვიდრე უკვე დაცდილი.
QUOTE
იქნებ სხვა შემთხვევაში ყველაფრის გენერალიზაციის უნარი/მიდრეკილება გიქვეითებს კონკრეტული ინდივიდის/სიტუაციის აღქმას?
გენერალიზაციას და ინდივიდუალურ მიდგომას, ორივეს თავისი ადგილი აქვს. ყველა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი იყენებს ამ ორივე მიდგომას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asklipiodotaa
Fresh Moss
ჯგუფი: Members
Asklipiodotaa
Fresh Moss
ჯგუფი: Members
წერილები: 34641
წევრი No.: 207971
რეგისტრ.: 22-September 15
#56995473
· 16 Oct 2020, 23:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/JCiJFiJFiJBX-.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zuka911
Terminally Bored
ჯგუფი: Members
Zuka911
Terminally Bored
ჯგუფი: Members
წერილები: 3981
წევრი No.: 174691
რეგისტრ.: 10-October 13
#56995729
· 16 Oct 2020, 23:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Heart_of_Darkness)
ანუ შენ აკეთებ დაშვებას, რომ სოციალური ქცევა ბიოლოგიურად დეტერმინირებულია?
ყვერებიანი ქალბიდან აქამდე როგორ მივიდა
და სოციალური ქცევა სოციალურადაა დეტერმინირებული, ბიოლოგია რა შუაშია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brazzzersx1
Crazy Member
ჯგუფი: Members
brazzzersx1
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3399
წევრი No.: 253995
რეგისტრ.: 1-December 19
#56996656
· 17 Oct 2020, 09:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ყვერებიანი ქალბიდან აქამდე როგორ მივიდა
იმიტომ რომ არ იციან ტუ რა კონტექსტთი იხმარება ქალის მიმართ ეპითეტი ყვერებიანი :facepalm:
კაფელშიკიო :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Asklipiodotaa
Fresh Moss
ჯგუფი: Members
Asklipiodotaa
Fresh Moss
ჯგუფი: Members
წერილები: 34641
წევრი No.: 207971
რეგისტრ.: 22-September 15
#58679599
· 9 Dec 2021, 01:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/Pbi66ijjiJD2e.png
)
:facepalm: :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
misdgemchi
maladoi
ჯგუფი: Registered
misdgemchi
maladoi
ჯგუფი: Registered
წერილები: 358
წევრი No.: 278855
რეგისტრ.: 22-September 26
#62749240
· 11 Oct 2026, 21:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(UMTS @ 19 Mar 2019, 09:44 )
QUOTE
დოდო გუგეშაშვილი ყვერებიანია მაგრამ საკმაოდ ქალურიც
ცხონებული მედეა მეზვრიშვილი კიდე
:lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 55048
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#62749285
· 11 Oct 2026, 22:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brazzzersx1
QUOTE
იმიტომ რომ არ იციან ტუ რა კონტექსტთი იხმარება ქალის მიმართ ეპითეტი ყვერებიანი
კაფელშიკიო
ჩვენ ეგრე გვეუბნებოდნენ, კაფელშიკი იგულისხმებაო
ლედი ბოიებს თუ გულისხმობდნენ გულში, არ ვიცი
ისეთი აღტაცებულები ამბობდნენ ყვერებიანი ქალიაო, მინდოდა მეც კაფლშიკი გამოვსულიყავი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
უსათაურო
|
იქით
»
Pages:
(9)
« პირველი
...
7
8
[9]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0419 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.