საღამომშვიდობის
Jules Winnfieldთბილი და მშვიდი და საღამო იყო. ლამაზი ფერადი ჟაკეტის ჩაცმის საღამო. მზე რომ თითქმის ჩასულია, მეწამულისფერი ცა ნაცრისფერს რომ ერევა, მე და რამოდენიმე ადამიანი ვსაუბრობდით. ბალახზე ვისხედით, ახლა აღარ მახსოვს სახეები, მაგრამ ბედნიერად ვგრძნობდი თავს მათთან.
ცა განათდა, დავინახე როგორ ვარდებოდა თვითმფრინავი, ვერტიკალურად ეშვებოდა მიწისკენ, თან იწვოდა, ჩვენგან შორს იყო, ჩემს გამო არ მეშინოდა მაგრამ დასახლებულ ადგილს დაეცემოდა და მათ გამო ვნერვიულობდი.
რამოდენიმე წამის შემდეგ, ჰორიზონტს სადამდეც სწვდებოდა თვალი კიდევ ძალიან ბევრჯერ , ერთდროულად ბევრ ადგილას განათდა.
მეტეორების წვიმასავით საოცარი სანახავი იყო.
ფეიერვერკი რომელიც მიწიდან ცისკენ კი არ იშლებოდა, პირიქით - ღრუბლებიდან მიწისკენ.
შიშის, ცნობისმოყვარეობის და აღფრთოვანების ტალღები იყო ერთდროულად. ძალიან სწრაფად იცვლებოდა ემოციები.
მაგრამ მალე მივხვდი რომ ყველა თვითმფრინავი ვარდებოდა რაც კი ცაში იყო.
აი ასე უბრალოდ ვარდებოდნენ, იწვებოდნენ , ან ჯერ იწვოდნენ და ამიტომ ვარდებოდნენ.
(სიზმარშიც მახსოვდა რომ ფიზიკა არ ვიცი.

)
შემდეგ უკვე მხოლოდ თვითმფრინავები კი არა....
თანამგზავრებს მივამსგავსე!!!!
სიზმარში ილონ მასკი არ მახსოვდა, მაგრამ ის გავიაზრე რომ უმასკოდაც ბევრი თანამგზავრი დაფარფატებს ჩვენს თავზე.
ვივარაუდე რომ მალე რომელიმე ჩვენთან ახლოსაც დაეცემოდა. გაქცევას აზრი არ ჰქონდა. არაფერს ჰქონდა აზრი.
უბრალოდ ვიდექით და ვუყურებდით ცეცხლოვან ცას.
და როცა უკვე დავინახე ის ერთი- რომელიც სავარაუდოდ ჩვენ უნდა დაგვცემოდა.
გამეღვიძა.
არ ვიცი როგორ და რატომ დააგენერირა ჩემმა ტვინმა ეს სიზმარი....