ვეგეტარიანელი ალბათ ვერ გავხდები
ფსიქოლოგიური მდგომარეობა მგონია უფრო ვიდრე
ის მომენტი რო ის არ ჭამო, ეს არ ჭამო
ანუ,რო გინდოდეს და არ ჭამო ცოტა ისეთი ამბავია
არ უნდა გინდოდეს
ხოდა ტვინში უნდა შეცვალო რაღაც
ჯანსაღად კვება კარგია
ვფიქრობ სკოლაშიც უნდა იყოს სავალდებულო გაკვეთილები რო ბავშვებში ცნობიერების დონე ამაღლდეს თუნდაც ამ მხრივ
პრინციპში არასდროს არის გვიანი
ვარჯიშთან ერთად ვაპირებ რო ჯანსაღად ვიკვებო (ხილი და ბოსტნეული) მაგრამ მთელი ცხოვრება რო არეულად იკვებები და უცებ გინდა შეცვალო რაღაც ცოტა რთული ამბავია.
ისე ვეგან კაფეებში ძაან გემრიელი ტოფუ მოფუები აქვთ, ამას წინათ ვიყავი
და უცნაური სიმსუბუქე ვიგრძენი
This post has been edited by POKERISBLUFF on 1 May 2019, 12:21