badrijanამოიღეთ რაციონიდან სწრაფი კვების პროდუქტები (ყველა სახის).
არანაირი ტკბილეული, ცომეული. არც პური - განსაკუთრებით თეთრი. თუ საერთოდ ამოიღებთ გარკვეული პერიოდი, მთლად უკეთესი. პური ჩაანაცვლეთ წიწიბურათი.
არანაირი ცხიმი.
არანაირი თავშესაქცევი "საკვები" - ჩიფსები, მზესუმზირა და მსგავსი. ისინი ჩაანაცვლეთ თხილით. ცოტაოდენი ნიგოზიც შეიძლება.
!!! არავითარ შემთხვევაში ლუდი !!!
თუ მაინც და მაინც სასმელის გარეშე არ გამოდის, მაშინ ღვინო მხოლოდ სოფლის (მაღაზიის არა, არც რომელიმე ცნობილი ბრენდის), ან არაყი.
არაყი ჯობია. არც სხვა სასმელები როგორიც არის კონიაკი, ვისკი და ა.შ
თუკი ე.წ ენერჯაიზერებს ღებულობთ (red bull და მსგავსი საწამლავები), შეწყვიტეთ მიღება დღეიდანვე.
არ იკვებოთ, როგორც ამბობენ, ძღომამდე.
როგორც სტარსეილორმა დაწერა - კარდიო ვარჯიშები.
ყველაზე კარგი ვარიანტი:
მიმართეთ სპეციალისტს (სატრენაჟორო დარბაზები), რომელიც დაგითვლით კალორიებს სიმაღლის, წონისა და თქვენი ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით.
უკეთეს რჩევებს ისინი მოგცემენ.
საკვებ დანამატებს კატეგორიულად ნეგატიური თვალით ვუყურებ, თუმცა ექიმმა "უკეთ" იცის... და ეს ჩემი პირადი აზრი - შეხედულებაა.
წარმატებები

პ.ს
ღორის ხორციც ამოიღეთ კვების რაციონიდან.
ხორცეულიდან ყველაზე კარგი ვარიანტია ქათმის ხორცი, გულ-მკერდი, მაგრამ ის უნდა იყიდოთ ან ე.წ ბიო-მაღაზიაში, ან სოფლის.
შემოტანილ, ან ფერმაში გაზრდილ ხორცში ათასი ქიმიური მინარევებია + ჰორმონები.
ნორმალურ შემთხვევაში როცა ქათამს ზრდაში დაახ. 6 თვე სჭირდება და ზრდიან 2-3 კვირაში, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ქათმები ჰორმონალურად დამუსავებულ საკვებს (ანუ საწამლავს ღებულობენ) და მათი ხორცის მიღებით, ასევე თქვენც.
This post has been edited by passko on 10 May 2019, 13:52