Nescafe13მართლა ეგრე იყო
ყველას არ ჰქონდა მობილური
მობილური რა, კაკლის საბერტყს უფრო ჰგავდა ერიკსონ 628
დიკოთეკაზე არ გაძლევდნენ უფლებას შეგეტანა შიგნით, რაღა ეგ და რაღა პრედმეტი
T-10, ნოკია და Sony-Ericsson ცოტა მოგვიანებით შემოვიდა
ქუჩიდან თუ სახლის (ქალაქის) ნომერზე გინდოდა დარეკვა ქუჩის აპარატიდან 10 თეთრი უნდოდა.
ქუჩიდან თუ მობილურზე გინდოდა დარეკვა და არ გქონდა მობილური,
მიხვიდოდი სადმე სახაჭაპურესთან, მეტროსთან ახლოს მდებარე სიგარეტის მაღაზიაში, ცენტრალურ ფოსტაში, ქსეროქსის აპარატთან
ან რამე ეგეთ ადგილზე (და ეს ადგილები ყველამ ვიცოდით სად იყო)
და ეტყოდი მობ-ის ნომერს და ჩვეულებრივი ქალაქის ტელეფონიდან დაგარეკინებდნენ იმ ნომერზე და 1 წთ-ის ღირებულება იყო 0.5 ლარი.
მერე მასიურად მოხდა მობილურების შემოტანა და ფასებიც დაუვარდა
თავიდან მობილურს ისეთი ფასი ჰქონდა ძალიან ბევრი ვერ ყიდულობდა
თან ბალანსი მონო ბარათით უნდა შეგევსო და მინიმუმ 30 ლარი უნდა ჩაგერიცხა

ანუ სხვა გზა არ გქონდა.
რომც გეყიდა ეგ მობილური, შენახვა უფრო ძვირი დაგიჯდებოდა.
ხან ვინ მოგთხოვდა დარეკვას, ხან ვინ
მერე მოიფიქრეს და 10 ლარიანი მონოებიც გამოუშვეს
მერე 5 ლარიანები და ა,შ,