sanivirusaმე არ მაკავშირებს სკოლასთან კარგი მოგონებები.
ბანკეტის მაგვარიე უაზრობა იყო.
ნუ თავიდან ბოლო ზარის ამბები, საროჩკაზე დაწერები, სისულელეები, სელფაობები... მე ვბოდიალობდი ჩემთვის... ვფიქრობდი და ვაკვირდებოდი ყველაფერს. მერე კლასელის სასაფლაოზე ავედით. მთელი ეს წლები დაგვაწანწალებს ჩემი ### დამრიგებელი მანდ. წელიწადში 3-4 ჯერ. ხანდახან მგონია რომ ღადაობს. ხშირად ამბობს, შიგნით შემოდით საფლავზე, რომ დაგინახოთო. და ცოტა ღიმილით ამბობს. მარა სულ ეგეთი ირონიული ღიმილი აქვს და ალბათ ამასაც მართლა ამბობს. დაყლევებული ქალია, არაერთხელ აღმინიშნავს. და მაგრად მიხარია, რომ აწი აღარანაირი ურთიერთობა და კონტაქტი აღარ მექნება მასთან. არც ჩემს ### კლასელებთან. დაიწყეს იქაც მანქანებით მარიაჟობა. მე მარტო ავედი სასაფლაოზე მარშუტკით. თუმცა საერთოდ რატომ ავედი და ზოგადად რატომ დავყვებოდი ხოლმე მანდ კლასელებს, არ ვიცი. ჩემს ქრისტიანულ ცნობიერებას ეწინააღმდეგება გვამმადიდებლობა.
კაი, დავუბრუნდეთ ბანკეტის მაგვარიეს. აქვე მინდა დავდო სიტყვა, მე, ბანჯოო, დაბადებული 2001 წელს, არასდროს ცხოვრებაში სილამაზის, კიარადა სიმახინჯის სალონში აღარ წავალ. მატირეს მაგ დამპლებმა. ჯერ ხო გამიკეთა რაღაც ###ობა, რას ვგავდი, ამიზილა დამიზილა თმები ლაკებით თუ არ ვიცი რაღაც ჯანდაბებით. მე უბრალოდ თმის დაწნა ვთხოვე და ტიპმა რეები გამიკეთა. მეთქი არ მომწონს. დავაშლევინე, ხელახლა დავაბანინე და მეთქი ეგ რაღაცები არ წამისვა, უბრალოდ დამიწენი. მერე მაკიაჟი რაღაც საზიზღრობა. ვეღარაფერი ვუთხარი, წამოვედი სახლში ატირებული. ცოტა მოვიშორე და მგონი გამოვასწორე სიტუაცია... მაგრამ მაინც მახინჯი ვიყავი. მძულდა ჩემი თავი, საერთოდ არ მინდოდა წასვლა. მაგრამ წავედი მაინც. შევიკრიბეთ სკოლასთან, დაიწყო იქაც მანქანებში გადანაწილება და ###ობები. მე არავის არაფერს ვეუბნები, ბოლოს ჩემმა კლასელმა ნიკუშ წამოაჯვის თემა გამიძრო მართლა და ჩამიჯინეს როგორღაც.

ავედით ბოტანიკურ ბაღში, სურათის გადაღება და ###ობები. ყველა ლამაზი და სექსუალური იყო ჩემ გარდა. მე ყველაზე ბანძად მეცვა და სახეზეც ცუდად ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა ყველაფერი და როდის მივიდოდით ბარში, რომ ცოტა დამელია და დამეკიდებინა ყველაფერი.
და როცა მივედით მერე აღარ ყოფილა რა ისეთი უაზრობა. მანამდე მართლა ###ობა იყო. მერე დავლიე და გამისწორდა ყველაფერი. ვცეკვავდი, ვეწეოდი, თავისუფლად, ლაღად ვლაპარაკობდი და ა.შ.
მერე რომ დავიღალე, ცოტა მომწყინდა, აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა და მომშივდა, მივედი ბარმენთან და ვეუბნები - "მშია".

ის კი როგორ მპასუხობს იცით? პატარა ბავშვს რომ ელაპარაკებიან, მაგრამ არც მთლად ენის მოჩლეფით. მიყურებს ცოტა ზემოდან და ღიმილით მეკითხება - გშიააა? რა გშია? და აი, მანდ გამეხსნა. გადავიქეცი ლოლიტად, ბავშვად, ბეიბიგერლად. მეც ცოტა ენის მოჩლეფით და ბავშვური ქცევებით დავუწყე ლაპარაკი. მამიკოზეც მოვუყევი და რავი, ბევრი ვილაპარაკეთ. მერე ვიღაცას უთხრა მოდი ჩემს ადგილას ცოტა ხანიო და მე და ის მოსაწევად გავედით. მე ვიქნები შენი მამიკოო. მე არ მინდა მეთქი. მაგრამ მახსოვს, რომ მერე მთელი იქ ყოფნის დროს მამას ვეძახდი. ვიცეკვებდი, დავიღლებოდი, მივიდოდი და ვეტყოდი - მამა, წყალი მინდა. ისიც მაძლევდა ღიმილით. ხან მეუბნებოდა მოდი დაჯექი მელაპარაკეო. ხოდა რავიცი, მეკითხებოდა რაღაცებს დედი იშუზზე. სასიამოვნო იყო მასთან ლაპარაკი, უბრალოდ ვერთობოდი მამიკოს რომ ვეძახდი. მეტი მანამდე ყველაფერი უაზრობა იყო. ხუთისკენ დავიშალეთ და სახლში რომ მოვედი ეგრევე დავიძინე.
რაც მთავარია, კიდევ უფრო გავაცნობიერე და მართლა დავრწმუნდი, რომ მამიკო მჭირდება.

და ძალიან მსიამოვნებს, როცა ვბავშვობ და სხვაც ბავშვივით მექცევა...
This post has been edited by ბანჯოო on 21 May 2019, 15:50