#54703232 · 23 May 2019, 19:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- -გვიან დამეძინა, ადრე გავიღვიძე- ჯამში სადღაც 6სთ მეძინა -მეგონა კარგად ვარ, აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ვერ გამოვჯანმრთელდი, ისევ სიცხე მაქვს -ტერაფლუ დამიმთავრდა და აფთიქაში ჩასვლა დამეზარა -სამი დღეა არ მივარჯიშია, გაციების გამო -12-სკენ ვკვდებოდი, ჩემმა ძმამ დამირეკა, ვიღაც ტიპს ჩემი ძველი ვიდოეკარტა უნდა მივყიდო, სამსახურიდან გამოსვლას ვერ ვახერხებ, მიდი შენ, ადი ჩემთან სახლში, მოხსენი კომპიდან ვიდოეკარტა, ჩაიტანე მეტროსთან, შეხვდი იმ ტიპს, ფულს მოგცემს, კარგად გადათვალე... გულის სიღრმეში ძალიან კი მინდოდა უარის თქმა, მაგრამ... -მოკლედ, ჩავედი მეტროსთან, აღმოჩნდა, რომ იმ ტიპს სხვა ვიდოეკარტა უნდოდა, ამ ჩემ ძმას ხომ ორ-ორი აქვს და ამერია. მე მეორე მოვხსენი. რა მექნა, გამოვიყოლე ეს ტიპი, ავედით ჩემს ძმასთან სახლში, დავტესტეთ ის ვიდეოკარტა, მერე იმან ვაჭრობა დამიწყო, hdmi-ს გადამყვანი კაბელი არ ვიცოდი, რომ სჭირდებოდაო. გადავამისამართე ჩემს ძმასთან. ეს სიცხიანი და დაღლილი, ვუყურებდი 5 წუთი როგორ ვაჭრობდნენ ტელეფონით. მოკლედ, ბოლოს იქნა, როგორც იქნა იყიდა. -მეტროდან რომ ამოვდიოდი, მახსოვდა, რომ რაღაც უნდა მეყიდა, მაგრამ სახლში სანამ არ ამოვედი არ გამახსენდა, რომ ეს რაღაც ტერაფლუ იყო.
+ +ახლა გემრიელი ჩაი გავიკეთე, სულგუნთან ერთად მივირთმევ +გარეთ კარგი ამინდია, +პლედშემოხვეული აივანზე ვზივარ, სუფთა ჰაერია +ერთი წიგნის წაკითხვა მინდოდა დიდიხანია, ვერ ვიცლიდი და ახლა გამომიჩნდა მისი წასაკითხი დრო.
This post has been edited by Heart_of_Darkness on 23 May 2019, 19:07
|