#54753831 · 3 Jun 2019, 13:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგადად წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიზეზი ხშირად არასწორად დასახული მიზნებია ეგრედ წოდებული "არასწორ კედელზე მიდგმული კიბის" სინდრომი. შეიძლება ცხოვრებაში ადამიანმა ყველაფერსაც მიაღეიო, იშოვო ბევრი ფული, გახდე "ავტორიტეტულიც" გქონდეს ძალაუფლება, მაგრამ ვერ იღებდე ამ ყველაფრისგან იმ სულიერ სიამოვნებას, რისი განცდაც ყოველთვის გვინდა რო გვქონდეს.
უბრალო მაგალითი: მიდიხარ ა დან ბ პუნქტში , ა დან ბ პუნქტში გასავლელი გზა არის ძალიან სასიამოვნო, არის კარგი ამინდი, ზიხარ ბოლო მოდელის ავტომობილზე, გისხია მაღალი ხარისხის საწვავი, უსმენ შენს საყვარელ ფლეილისტს, რაც მთავარია არ არის საცობი, მაგრამ ბ პუნქტის მაგივრად აღმოჩნდი ც პუნქტში. გზა აგერია უბრალოდ. ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება მოგიტანოს დიდი იმედგაცრუება. რადგან უბრალოდ აღარ მოგინდეს დაბრუნება და ბ პუნქტში. ან ვერ შეძლო დაბრუნება, მხოლოდ თუნდაც იმიტომ რომ დრო არ გეყოს ამისთვის.
ჰოდა, მიუხედავად ამ "შეცდომისთ მისულ ც პუნქტამდე " გავლილი გზა მეტად სასიამოვნო იყო, მაინც ვერ ვიღებთ იმ სიამოვნებას, რაც გვჭირდება.
ვიდრე რამის კეთებას დავიწყებდეთ, კარგად უნდა გავაანალიზოთ რა გვჭირდება, რისი კეთება მოგვწონს, რა იქნება სავარაუდო შედეგი და რას მოგვიტანს ეს შედეგი რაც მთავარია.
დამატებითი კითხევბის შემთხვევაში მიმართეთ ჩემს ასისტენტს
გმადლობთ.
--------------------
¯\_(ツ)_/¯
|